ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე მსოფლიო ჩემპიონატზე თავდამსხმელ ნეიმარზე დიდ იმედებს ამყარებს და იმისათვის, რათა მასზე კონტროლი არ დაკარგოს, კატარში 39 წლის დანი ალვეში წაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს.
ადრე ტიტემ განაცხადა, რომ დანი ალვეში თანანაკრებლებისთვის საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად სჭირდება. გამოცემა ირწმუნება, რომ ალვეშს, რომელიც 2013 წელს ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ამჯერად მისი ერთგვარი ძიძის როლი დაეკისრება.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ნეიმარზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მცველი ტიაგო სილვაა, რომელიც ადრე მასთან ერთად პსჟ-ში თამაშობდა. ნეიზე გავლენის
მოხდენა აგრეთვე მცველ მარკინიოსს შეუძლია, მაგრამ ისე არა, როგორც ალვეშსა და სილვას.