სკანდალი: მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ჩაწყობილია?

AutoSharing Option
20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს მასპინძელი კატარისა და ეკვადორის მატჩით აიღებს. ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ბრიტანეთის ახლო აღმოსავლეთის გამოკვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ამჯარ ტაჰა კი ირწმუნება, რომ ეს თამაში ჩაწყობილია.

"კატარმა რვა ეკვადორელი ფეხბურთელი 7.4 მილიონ დოლარად მოისყიდა, რათა ისინი დამარცხდნენ (0:1, გოლი მეორე ტაიმში უნდა გავიდეს). კატარიდან და ეკვადორიდან ხუთმა ჟურნალისტმა ეს ამბავი დაადასტურა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სიცრუეა. იმედია, ამ ინფორმაციის გავრცელება შედეგზე იმოქმედებს. მსოფლიო ფიფაში კორუფციას უნდა შეეწინააღმდეგოს", - წერს ტაჰა თავის "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 21 /
miuxedavad yvelafrisa ekvadori wesit favoritia am wyvilshi, es yatari xo zaan sashineli gundia vityodi rom ze susti, magram amxela turniris maspinzloba iyides da aq ukve ragaa gasakviri.
juve
18 ნოემბერი 2022 11:31
0
ეს ფეიკია ლეღვი ჟურნალისტებისაგა. მაგ ვითომ ჟურალისტებს არ ახსოვთ ყატარის ნაკრებმა 2018-ში 4-3 მოუგო ეკვადორს და მინდა გითხრათ იმავე 2018-ში გასვლაზე შვეიცარია დაამარცხეს 1-0. ახლა კი ზედიზედ 4 თამაში მოიგეს და ყველა ამხანაგურს ყიდულობენ? იქნებ მაგ ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო მასალებიც ააქვთ ჩემოდნით ფულს როგორ აძლევდნენ. სუფთა მეზღაპრეები ვინც გაავრცელა ან დაიჯერებს.
G.LA
18 ნოემბერი 2022 11:02
3
საქართველო მაკედონია იგივე არ იყო და ეგეც მანდედან მოდიოდა დაუსვეს ბავშვს კოვიდი იცოდნენ არ გაჩერდებოდა რათქმაუნდა ყველა თამაშს ვერ აწყობენ მაგრამ რომელზეც დაწოლას ცდილობენ ეგ გატეხონ 90 პროცენტი ახერხებენ უეფა ფიფას ვინ შეეწინაღმდეგებათ იგივე რუსების მოსყიდვა მოგებული უეფას თასი ბაირნთან 4:1 მოგება 4 ბურთს ბაიერნი მთელი ტურნირის დროს არ უშვებს ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება აი მესის გოლის არ გატანა მსოფლიოზე ცოტა საეჭვოა!?
კახა
18 ნოემბერი 2022 05:16
2
ამ უტვინოს, რომ დაეწერა ჩააწყვეს და ეკვადორი სპეციალურად შეარჩიეს გახსნით მატჩისთვისო, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. ეკვადორი ისედაც სუსტი გუნდია და არა მგონია მად რამე მოხდეს თამაშიდან, რადგან მსოფლიო უყურებს და მაგენმა ვის რა უნდა მოატყუონ, ანუ ჩემპიონატის სკანდალით დაწყება არა მგონია ვინმეს აწყობდეს, ისედაც სკანდალი არ აკლია ამ ჩემპიონატს.
ჟორა გაბრიჭიძე
18 ნოემბერი 2022 11:58
3
მე მგონი ეს ჟურნალისტი იყიდეს ბუკმეკერებმა :)
დასი
21 ნოემბერი 2022 02:49
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული