სენეგალმა კატარი დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფში სენეგალმა კატარი 3:1 დაამარცხა.

სენეგალი უპირატესობას ფლობდა, პირველი ტაიმის დასასრულს მეტოქის შეცდომით დიამ ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარი დედიუმ დალაშქრა. კატარელებს კარგი მომენტი 67-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ მოჰამედის დარტყმული ბურთი ბრწყინვალე ნახტომში მეკარე მენდიმ მოიგერია. თუმცა, შემდეგ მუნტარიმ ანგარიში შეამცირა. 84-ე წუთზე კი სენეგალელმა დიენგმა ბარშამის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სენეგალმა პირველი ქულები მოიპოვა
და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს, ხოლო კატარი უქულოდ აუტსაიდერია.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ნიდერლანდები და ეკვადორი დაუპირისპირდებიან.

დოჰა. „ალ ტუმამა“. 41 797 მაყურებელი
კატარი - სენეგალი 1:3
გოლები: 0:1 დია (41), 0:2 დედიუ (48), 1:2 მუნტარი (78), 1:3 დიენგი (84)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული