"კატარში ეს კატასტროფაა, სრული ჯოჯოხეთია" - მუნდიალამდე 1 დღით ადრე ინგლისელი გულშემატკივარი მძიმე ამბავს ჰყვება

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა ერთ-ერთი ინგლისელი გულშემატკივარი ჩაწერა, რომელიც ჰყვება, რა საშინელი პირობებია კატარში ჩასული გულშემატკივრებისთვის შექმნილი.

"კატარში ფან-ზონები და ფან-სოფლები ჯოჯოხეთია. ბინაში კონდიციონერი ძლივს მუშაობს და გამანადგურებელი თვითმფრინავის მსგავსი ხმა აქვს. 

იმ შემთხვევაში, თუნდაც კონდიციონერი მთელი დღე ჩართული იყოს, ტემპერატურა 27 გრადუსზე დაბლა არ დაეცემა. ღამით მისი ჩართვა კი შეუძლებელია, რადგან ძალიან ხმაურიანია.

საწოლები? - ისინი ქვასავითაა. შეიძლება, იატაკზეც დაიძინოთ... არასდროს ვყოფილვარ ასეთ არასასიამოვნო ადგილას, 10 დღეა აქ ვარ და სრული კოშმარია!

შესაძლოა, 1-2 დღე აქ კარგი იყოს,
მაგრამ თუ უფრო დიდხანს გაჩერდებით, ნამდვილი საშინელებაა", - ამბობს გულშემატკივარი.

მსოფლიო ჩემპიონატზე კატარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება. 2022 წლის მუნდიალი ისტორიაში პირველია, რომელიც ზამთრის თვეებში ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი ხვალ, 20 ნოემბერს, კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 16 /
შედით ინტერნეტში და ნახეთ რა სტადიონებია. ევროპის ბევრ ქვეყანას რომ არ დაესიზმრება.
ზაქრო
04:29 22-11-2022
2
რა ზღაპრებს ყვებით. დღეს მაქსიმალური ტემპერატურა იყო 27 გრადუსი, ღამის მინიმალური ტემპერატურა კი 21 გრადუსი. სტადიონები სავსეა. ინფრასტრუქტურა ბრწყინვალე.
სამართალი
04:21 22-11-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული