ირანელი ფეხბურთელების ღირსეული და სარისკო საქციელი - ფეხბურთელებმა, გაფრთხილების მიუხედავად, ჰიმნი არ იმღერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 21 ნოემბერს, ინგლისისა და ირანის (6:2) დაპირისპირების დაწყებამდე, აზიური ნაკრების ფეხბურთელებმა ჰიმნი არ იმღერეს. ისინი პროტესტის ნიშნად ჩუმად იდგნენ.

ირანელმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს მამაცობა და რისკზე წავიდნენ, ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე სასტიკი მოვლენები დაგმეს და ქალბატონებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამ ჟესტის ნახვისას ტრიბუნაზე მჯდომი ირანელი ქალი ქომაგი ატირდა, რაც დამატებით ემოციურ მომენტად მოგვევლინა.

ირანში სპორტულ სახეობებში ყველა სპორტსმენი გაფრთხილებულია, რომ მათ არ გარისკონ და ჰიმნის შესრულებისას მდუმარედ ყოფნა არ გაბედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნაკრებებს ჩამოაშორებენ. როგორც ხედავთ, ფეხბურთელებმა გარისკეს და მსოფლიოს ბევრი
რამ დაანახეს.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანში 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავეს, რასაც მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა და საავადმყოფოში მოხვედრა მოჰყვა, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა.

წყარო: "ფეისბუქგვერდი" - ტოტალური სპორტი"

მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგას ჯობდა გემღერათ და 6 -2 არ წაგეგოგოთ! ვის უჭერთ მხარს, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, თქვენი სამშობლოს და თქვენი სარწმუნოების მტრებს?! იქნება ლგბტ სამკლავურებიც გაიკეთოთ?!
ეხხხ!
15:59 22-11-2022
37
ამეტირა მეც... ღირსეული და მამაცი ადამიანები ყველა ქვეყანაში და ყველა ერშია.
რეალისტი
15:32 22-11-2022
2

სიახლეები პოპულარული