"დამაკავეს, ტელეფონი გამომგლიჯეს, მეუბნებოდნენ..." - რა შეემთხვა ჟურნალისტს, რომელიც მუნდიალის მატჩზე ცისარტყელა-მაისურით მივიდა

AutoSharing Option
CBS Sports-ის ჟურნალისტმა გრანტ უოლმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ აშშ-ისა და უელსის მატჩზე მისული სტადიონის დაცვამ დააპატიმრა. ამის მიზეზი კი მისი მაისური გახდა, რომელიც LGBT თემის მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერებში იყო გამოსახული.

"როდესაც სტადიონზე ცისარტყელა მაისურით მივედი, რომელიც LGBT თემის მხარდასაჭერად მეცვა, დაცვამ 25 წუთით დამაპატიმრა. მათ სტადიონზე შესვლაზე უარი მითხრეს და მაისურის შეცვლა მთხოვეს.

ამის შესახებ Twitter-ზე დავწერე, 1 წუთის შემდეგ კი დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა.

თითქმის ნახევარი საათი გავიდა. მათ ტელეფონის დაბრუნებაზე უარი მითხრეს და ამბობდნენ, რომ
ჩემი მაისური პოლიტიზებული იყო.

კიდევ ერთხელ მთხოვეს, რომ ის შემეცვალა, რაზეც უარით ვუპასუხე. New York Times-ის რეპორტიორმა ენდრიუ დიასმა, რომელიც ჩემი მეგობარია, ამ ამბავს თვალი მოჰკრა და როდესაც მას ყველაფერი მოვუყევი, ისიც დააპატიმრეს.

საბოლოოდ, დაცვამ მაიძულა ადგომა და შემობრუნება უსაფრთხოების კამერისკენ. ერთ-ერთმა მცველმა მკითხა: "დიდი ბრიტანეთიდან ხარ?" მე ვუპასუხე: "ნიუ-იორკიდან". ამ ყველაფერმა დაიწყო ჩემი გაღიზიანება.

ენდი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც დაცვის უფროსი მომიახლოვა და თქვა, რომ საშუალება მქონდა წავსულიყავი და პატიება მეთხოვა.

ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მითხრა, რომ ისინი უბრალოდ ცდილობდნენ ჩემ დაცვას შიგნით მყოფი გულშემატკივრებისგან, რომლებსაც მაისურის ჩაცმის გამო შეიძლება ჩემთვის რაიმე დაეშავებინათ. მოგვიანებით, ფიფას წარმომადგენელმა ბოდიში მომიხადა", - წერს უოლი.
მკითხველის კომენტარები / 33 /
შენ ხარ პროოკატორი და მიიღე დამსახურებულად!!
ვაჩე!
14:18 22-11-2022
11
სადაც მიხვიდე,იქაური ქუდი დაიხურეო.ეს და ამისი მსგავსი ნ.......ბი კი,იქაც ბატონებივით იქცევიან.უნდა გაეძროთ ის მაისური და სტადიონიდან გაეძევებინათ.ეტყობა მაინც ერიდებიან აყალმაყალს.სულითაც და ხორცითაც,მართლაც პიდარასტები არიან,ყველაფრის მკადრებლები და პროვოკატორები.აქაც ასე არ იქცევიან?!
სოსო
18:58 22-11-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული