ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა მუნდიალზე გერმანიას მზე დაუბნელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, იაპონიამ გერმანიას 2:1 სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანია თავიდანვე დაეუფლა დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, შტურმი მოაწყო და რაუმის მიერ მოპოვებული პენალტით გიუნდოგანმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა ამის შემდეგაც არაერთი მომენტი შექმნეს, გიუნდოგანმა ბურთი ძელს გაარტყა და ამდენი შანსის ხელიდან გაშვების გამო დაისაჯნენ: გააქტიურებულმა იაპონელებმა სახიფათო კონტრშეტევებით უპასუხეს, იტოს გატანა ნოიერმა არ დაანება, შემდეგ კი დოანმა და ასანომ დალაშქრეს ბუნდესგუნდის კარი (ორივე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელია). გერმანია ბოლოს იერიშებზე გადავიდა, გორეცკამ მიზანს ვერ უწია და იაპონიამ
სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთი და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი, „ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი“. 42 608 მაყურებელი
გერმანია - იაპონია 1:2
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (33, პენ), 1:1 დოანი (75), 1:2 ასანო (83)

მკითხველის კომენტარები / 44 /
ეჰ ნოიერ, დაბერდი და ვერ ხვდებიან
1
პირზე ხელის აფარებას,უკან აეფარებინათ არ ჯობდა? ვენაცვალე იაპონიას:))
gurulo
09:52 24-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული