
კატარში ნიდერლანდების ნაკრების ვარჯიშზე მწვრთნელი ლუი ვან გალი მისმა მეუღლემ, ტრუუსმა მოინახულა.
დაინახა რა, რომ ჟურნალისტები კამერებით უღებდნენ, ვან გაალი თანამეცხედრეს მათ გასაგონად გაეხუმრა: „შეგიძლია სასტუმროში წახვიდე, ოღონდ ჩემს ოთახში. სექსით დავკავდებით“, - იტყობინება De Telegraaf-ი.
71 წლის ვნ გაალმა 4 აპრილს გაამხილა, რომ პროსტატის კიბო აქვს, თუმცა სხივური თერაპიის 25 კურსი ჩაიტარა და გამოჯანმრთელდა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ნიდერლანდებმა სენეგალი 2:0 დაამარცხა და 25 ნოემბერს, მეორე ტურში, ეკვადორს შეხვდება.