ესპანეთმა კოსტა-რიკა არ დაინდო და გერმანიასთან დიდი ბრძოლა ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ესპანეთმა კოსტა-რიკა 7:0 გაანადგურა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო, რაც ანგარიშში პირველივე ტაიმში აისახა - 3:0 და მეორე ტაიმი გამარჯვების ნოტარიულად გაფორმებადღა იქცა. საბოლოოდ ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია გავის ულამაზესი გოლი - ის ესპანეთის ნაკრებში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ამ ჯგუფში მეორე ტური 27 ნოემბერს ჩატარდება: „ფურია როხა“ დღეს დამარცხებულ გერმანიას შეხვდება და დიდი ბრძოლა გაიმართება. იმავე დღეს ერთმანეთს აგრეთვე იაპონია და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

დოჰა. „ალ ტუმამა“. 40
013 მაყურებელი

ესპანეთი - კოსტა-რიკა 7:0
გოლები: 1:0 დანი ოლმო (11), 2:0 ასენსიო (21), 3:0 ფერან ტორესი (31, პენ), 4:0 ფერან ტორესი (54), 5:0 გავი (75), 6:0 სოლერი (90), 7:0 მორატა (90+2)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ესპანეთი ძალიან კარგი გუნდია. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ფავორიტად არ ითვლებიან ისაა რომ ლიდერები ან ძალიან პატარები არიან ან პირიქით ბებრები. ბუსკეტსი და ალბა რომ 2 წლით პატარები იყვნენ და პედრი და გავი პირიქით 2ით დიდი...
მინდია
03:32 24-11-2022
0
კოსტა-რიკის დედაც ვატირე ეგ მკიდია….მე იმ ექსპერტების და ურაოპტიმისტების აზრი მაინტერესებს …ოოო ეგ ესპანეთი არაა უკვე ის ესპანეთი მაგათთანაც თამაში შეიძლებაოო…კი თამაში შეიძლება გააჩნია რის მგონი უკეთესი რაგბი იქნებოდა …!!! არ დაიწყოთ ახლა სად ჩვენ და სად კოსტა-რიკაო
მდაა
01:14 24-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული