როცა, მწვრთნელის ქალიშვილს ხვდები - გაიცანით ლუის ენრიკეს შვილი, 22 წლის სირა, რომელიც ფერან ტორესის შეყვარებულია [PHOTOS]

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" შემტევმა ფერან ტორესმა 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა.

22 წლის ფეხბურთელმა კოსტა რიკის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, თუმცა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა მხრივაც მიიქცია ყურადღება. 

საქმე ისაა, რომ ტორესის შეყვარებული "ფურია როხას" თავკაცის, ლუის ენრიკეს ქალიშვილი სირა მარტინესია. 

Sportall.Ge

მუნდიალის დაწყებამდე ენრიკეს გულშემატკივრებმა ჰკითხეს, გუნდში შენი ფავორიტი ვინ არისო, რაზეც მან ხუმრობით მიუგო, ფერანს ავირჩევ, რადგან სხვა რამ რომ ვთქვა, ჩემი ქალიშვილი მომკლავსო...

სირა, თავისი შეყვარებულის მსგავსად, 22 წლის გახლავთ. მათ ერთმანეთი 2020 წელს
გაიცნეს. იწერება იმის შესახებაც, რომ ტორესს "სიტიდან" "ბარსელონაში" ასე ძალიან გადასვლა იმიტომ სურდა, შეყვარებულთან ახლოს ყოფილიყო...

გოგონას ბავშვობიდან უყვარდა საცხენოსნო სპორტი და რეგულარულად მონაწილეობს ესპანურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში. სირა ბარსელონას სამეფო კლუბის, "პოლოს" წევრია.

Sportall.Ge

ფერანი ხშირად ესწრება ღონისძიებებს, რომლებშიც სირა ასპარეზობს და გოგონა, რა თქმა უნდა, "კამპ ნოუს" ხშირი სტუმარია. ინფორმაციისთვის, ენრიკეს ქალიშვილი ახლა კატარშია და ალბათ, მიხვდებით, ვის გაუხარდა ყველაზე მეტად ტორესის დუბლი...

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
სირა ექრმევა თუ სარა რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის რა მაგრად ღადაობდ ისე კინაღამ არ ჩავიფსი სიცილისგან ვახ მეტი ღადაობის ნიჭი ნეტავ არ გააქვდ! არ ვიცი ძმაო მაგრამ ეს არ არის ღადაობა ?ეს არის ადამიანის სახელის დაცინვა სახელის რომელიც ესპანურად სირა არის ჩვეულებრივი ქალბატონის სახელი რომელსაც ბევრი ესპანელი ქალბატონი ატარებს ეეეეე
კაკაო
04:34 31-05-2023
0
ცააანგალა გოგონაა.)))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული