შვეიცარიამ კამერუნი მინიმალური სხვაობით დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში შვეიცარია კამერუნს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე, ბრილ ემბოლომ ჯერდან შაქირის გადაცემით ისარგებლა და მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფრანგული "მონაკოს" ფეხბურთელმა გატანილი გოლი არ აღნიშნა, რადგან კამერუნშია დაბადებული.

შვეიცარია შემდეგ შეხვედრას 28 ნოემბერს, ბრაზილიის წინააღმდეგ ჩაატარებს. კამერუნი იმავე რიცხვში სერბეთს დაუპირისპირდება.

დღის შეხვედრები:

17:00 საათი - ურუგვაი - სამხრეთი კორეა

20:00 საათი - პორტუგალია - განა

23:00 საათი - ბრაზილია - სერბეთი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული