11:00 25-11-2022
მომენტი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ - ურუგვაის თავისი გმირი ჰყავს [VIDEO]
AutoSharing Option
სებასტიან სოსა - "ინდენპედიენტე დე აველავედას" და ურუგვაის ნაკრების მესამე სათადარიგო მეკარე, რომელსაც 1 კვირის წინ დედის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.
სოსა სამშობლოში დაბრუნდა და დედას გამოემშვიდობა. მოგეხსენებათ, გუნდს ლიდერები არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც სჭირდება. მეკარე დაბრუნდა და როდესაც მატჩისწინა გასახურებელ ვარჯიშზე, მოედანზე ფეხი დადგა, ცრემლები ვერ შეიკავა.
დიდი ალბათობით, 36 წლის კარის დარაჯისთვის კატარის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი და უკანასკნელი იქნება, მაგრამ ვინ იცის, სოსამ ხომ ნაკრებს ყველაზე რთულ მომენტშიც უერთგულა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეჰჰ რა ძნელია და რა მწარე
5
0
ძალიან შემეცოდა, ძალიან....
7
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული