რონალდოს ისტორიული რეკორდი და პორტუგალიის არადამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, H ჯგუფში, პორტუგალიამ განა 3:2 დაამარცხა.

ამ მატჩს ყველა განსაკუთრებულად ელოდა, ვინაიდან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდა თავს „მანჩესტერიდან“ სკანდალურად აბარგებული რონალდო, რომელიც ევრო 2004-დან დაწყებული, პორტუგალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მეათე დიდ ტურნირზე (ეს ევროპული რეკორდია) და მეხუთე მუნდიალზე იღებს მონაწილეობას.

პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა, პორტუგალია ინიციატივას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც რონალდომ ვერ გამოიყენა. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეიცვალა, ვიდრე კრიშტიანომ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში არ გახსნა - მსოფლიოს 5
სხვადასხვა ჩემპიონატზე გოლის გამტანი პირველი ფეხბურთელი გახდა. ცოტა ხანში კუდუსი მარცხენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, განივი გადაცემა გააკეთა და აიუმ დიოგუ კოშტას კარი დალაშქრა. შემდეგ ფელიქსმა და ლეაომ დაამწუხრეს აფრიკელები. განამ გაიბრძოლა, ბუკარიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, შეხვედრის დასასრულს ინიაკიმ მეკარეს ბურთი მოჰპარა, მაგრამ კარში გადაგზავნა ვერ შეძლო და არცთუ დამაჯერებლად პორტუგალიამ მოიგო.

ამ ჯგუფში მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება: ლიდერი პორტუგალია ურუგვაის, განა კი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

დოჰა, „სტადიუმ 974“. 42 662 მაყურებელი
პორტუგალია - განა 3:2
გოლები: 1:0 რონალდო (65, პენ), 1:1 აიუ (73), 2:1 ფელიქსი (78), 3:1 ლეაო (80), 3:2 ბუკარი (89)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბარსას ტოკსიკური და უნამუსო ფანები სულ დისკრედიტაციას უწეევენ რონალდოს.თველაბეიშვილიც სულ მაგას აკეთებს მთელი თავისი ცხოვრება და ჩვენი დანარჩენი ექსპერტები (ვითომმცოდნე მესისტები).მაგრამ საქმე იმაშია რომ რონალდო თქვენნაირებს უმტკიცებს,რომ კიდე შეუძლია თამაში,აი თქვენ კი რა გეშველებათ.არ დაბლოკოთ
პფფ
25 ნოემბერი 2022 12:30
3
ნაჩუქარი პენალტით ყველა რეკორტსმენი იქნება.
რრრ
25 ნოემბერი 2022 12:17
8
მარაზმატიკი ყველა პროფესიის დიდი წარმომადგენელი შეიძლება იყოს მათ შორის აღმოჩნდა ფეხბურთელიც.ბოლო 5 წელია არცერთი გადამწყვეტი თამაშია არ მოუგია,მოედანზე დადის და გასაკვირად სხვის ოქროს ბურთებს რატომღაც მაგას ჩუქნიან.ეგ კი არა და წელსაც ოქროს ბურთის ნომინანტებში ფრანს ფუტბოლის აზრით ლიდერობს იმიტომ რომ მაკაბის და საფრანგეთის ჭაობის ჩემპიონატში ყველას ანგრევს.ბენფიკამ რომ გაასწრო ეგ არაფერია.
უსინდისობას საზღვარი არა აქვს
25 ნოემბერი 2022 11:06
3
მაგარი ფეხბურთელია აბა ვინ არის ვინც მაგას იტყვის რომ რონალდო არ არის მაგარი ფეხბურთელი ის ან კაიფობს და სპეციალურად უშლის რონალდოს მხარდამჭერებს ნერვებს მე ეს ფეხსაცმელი მაგრად არ მევასება მაგრამ მაგას ვერ ვიტყვი რომ რონალდო მაგარი არ არის ფეხბურთის ფამაშში.სიმართლე უნდა თქვა
კაკო
25 ნოემბერი 2022 09:06
1
ერთი იუვენტუსთან გეკუთვნოდა პენალტი და მეორე ახლა სულ ნაჩუქარი პენალტით როგორ იქმნი "დიად" კარიეარას
912
25 ნოემბერი 2022 02:33
27
დაიწყებენ ეხლა მუცელგადმოგდებული ( 20 ხინკლისა და 5ლუდის მირთმევის მერე) ფეხბურთის დიდი ექსპერტები რონალდოს კრიტიკას.ნეტა ცხოვრებაში იმის მეასედი მაინც იშრომონ და გააკეთონ რაც ამ კაცმა.
სანდრო
25 ნოემბერი 2022 00:50
11
ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს ნამდვილი ლეგენდის კიდევ ერთ საფეხბურთო რეკორდს რომლის გამეორებაც 16 წლის შემდეგ თუ შეუძლია მბაპეს.ყველა რეკორდი ალალად სტადიონზე ფეხბურთის თამაშით ააქვს დამყარებული და არა ზოგიერთი მარაზმატიკივით ფრანსფუტბოლის კაბინეტებში.
სიმართლე
24 ნოემბერი 2022 23:14
16
რამ გაგამწარა შე კაი ადამიანო. გიყვარს და გიყვარდეს, ვინ გიშლის....
სიმართლეს
25 ნოემბერი 2022 01:18
11
ვერ ყოფილხარ ჭეშმარიტი ქომაგი, როცა მესიზე ამბობ ,,ვინმე მარაზმატიკს`` ჭეშმარიტი ქომაგი უბრალოდ დატკბებოდა ამ ორი გიგანტის ყურებით. ორი მსოფლიო დონის მოვლენას ვადევნებთ თვალყურს და უბრალოდ ბედნიერები უნდა ვიყოთ ამის გამო, რომ ღმერთმა გვარგუნა ეს დიდი ბედნიერება, რომელიც ალბათ რამდენიმე ათწლეული აღარ განმეორდება.
ფჯდბ
25 ნოემბერი 2022 00:56
9
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული