ბრაზილიამ სერბეთი წალეკა და საჩემპიონო ფეხბურთი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იქნა - მუნდიალზე დიდი ფეხბურთი ვნახეთ

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ბრაზილიამ სერბეთი 2:0 დაამარცხა.

მუნდიალის მარადმა ფავორიტმა „სელესაომ“, რომელმაც ბოლოს ტურნირზე 20 წლის წინ იმარჯვა, სლავებს დებიუტიდანვე შეუტია და კუთხურიდან ნეიმარის ჩახვეული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. სამხრეთამერიკელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სლავები თავს უნარიანად იცავდნენ. 28-ე წუთზე ტიაგო სილვამ ვინისიუსი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა და ეს უკანასკნელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. შემდეგ რაფინიამ ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების მერე „პენტაკამპეონები“ შტურმზე გადავიდნენ. რაფინიამ
ორი მომენტი გაანიავა, ალექს სანდრომ შორიდან ძელს გაარტყა ბურთი, 62-ე წუთზე კი რიშარლისონმა ჩინებული კომბინაცია დააგვირგვინა. სერბები იძულებული გახდნენ იერიშებზე გადასულიყვნენ. თამაში გაიხსნა და რიშარლისონმა ულამაზესი „მაკრატელათი“ დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში კაზემიროს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და ტიტეს შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

G ჯგუფში მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება: ბრაზილია შვეიცარიას, ხოლო სერბეთი კამერუნს დაუპირისპირდება.

ლუსაილი, „აიკონიკი“. 88 103 მაყურებელი
ბრაზილია - სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 რიშარლისონი (62), 2:0 რიშარლისონი (73)

მკითხველის კომენტარები / 23 /
ბრაზილიაც ფავორიტია და თამაშით დაამტკიცა. მართლაც წალეკა სერბეთი და ეს ანგარიში არ ასახავს იმას რაც ბრაზილიელების შემტევი ფეხბურთი იყო. ლამაზი ფეხბურთი იყო და მართლა ვისიამოვნე. სერბეთზე მეტი წარმოდგენა მქონდა, თუმცა ასეთი შეტევების შტორმს შეჩერება უნდოდა, რაც ნაწილობრივ მოახერხეს და გამანადგურებელი ანგარიში არ დაფიქსირდა.
G.LA
12:51 25-11-2022
0
თამაშით ისე გააპარტახეს სერბეთის ნაკრები წალეკვა ცოტაა. ესეთი უსუსური გუნდი მარტო კოსტა რიკა ვნახე. ისეკი ამ პატარა რუსებს რაუნდათ მსოფლიოზე? ტერორისტების მეგობრები არიან ესენი.
0

სიახლეები პოპულარული