ბრაზილიამ სერბეთი წალეკა და საჩემპიონო ფეხბურთი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იქნა - მუნდიალზე დიდი ფეხბურთი ვნახეთ

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ბრაზილიამ სერბეთი 2:0 დაამარცხა.

მუნდიალის მარადმა ფავორიტმა „სელესაომ“, რომელმაც ბოლოს ტურნირზე 20 წლის წინ იმარჯვა, სლავებს დებიუტიდანვე შეუტია და კუთხურიდან ნეიმარის ჩახვეული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. სამხრეთამერიკელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სლავები თავს უნარიანად იცავდნენ. 28-ე წუთზე ტიაგო სილვამ ვინისიუსი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა და ეს უკანასკნელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. შემდეგ რაფინიამ ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების მერე „პენტაკამპეონები“ შტურმზე გადავიდნენ. რაფინიამ
ორი მომენტი გაანიავა, ალექს სანდრომ შორიდან ძელს გაარტყა ბურთი, 62-ე წუთზე კი რიშარლისონმა ჩინებული კომბინაცია დააგვირგვინა. სერბები იძულებული გახდნენ იერიშებზე გადასულიყვნენ. თამაში გაიხსნა და რიშარლისონმა ულამაზესი „მაკრატელათი“ დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში კაზემიროს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და ტიტეს შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

G ჯგუფში მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება: ბრაზილია შვეიცარიას, ხოლო სერბეთი კამერუნს დაუპირისპირდება.

ლუსაილი, „აიკონიკი“. 88 103 მაყურებელი
ბრაზილია - სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 რიშარლისონი (62), 2:0 რიშარლისონი (73)

მკითხველის კომენტარები / 23 /
ბრაზილიაც ფავორიტია... როგორც ყოველთვის!!!
tngh
25 ნოემბერი 2022 12:15
0
შე მართლა ენძო)))) ესპანეთს და საფრანგეთს უვარგოდა გამომცდელი?))) აზრზე არ ხარ რა
zaza
25 ნოემბერი 2022 11:42
0
წალეკა? - Еще не вечер...
ლაშა
25 ნოემბერი 2022 11:19
8
ესპანეთმა 7 გოლი გაიტანა, ინგლისმა 6 გოლი, საფრანგეთმა 4, მაგრამ ეს არაფერია 2 გოლია წალეკვა და საჩემპიონო თამაში!? ცნობისათვის 2 წლის წინ უკრაინამ სერბეთი 5-0 დაამარცხა მაგრამ არავის უფიქრია რომ ის მსოფლიო ჩემპიონობას იმსახურებდა. ბრაზილია მაგარი გუნდია ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ასე გადაჭარბებულად და არაობიექტურად არ უნდა შეფასდეს.
გიორგი
25 ნოემბერი 2022 10:17
6
მიუხედავად სწრაფი, ტექნიკური, პრაგმატული, კომბინაციური და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთისა, ბრაზილიისთვის სერბეთი არ არის საზომი. კი, სერბეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ძლიერი ნახევარდაცვით, რომლებიც ბურთს გააკონტროლებდა, არ გამოირჩევა განსხვავებით ესპანეთისა...
ლაშა
25 ნოემბერი 2022 11:16
4
ბრაზილია ან საფრანგეთი - სხვა ვერცერთმა ნაკრებმა ვერ აჩვენა დონე. ვფიქრობ ამ ორიდან იქნება ჩემპიონი!!!!!!!!!!!!
zaza
25 ნოემბერი 2022 10:13
2
1li arxis komentatorma:serbets win ori pantazista yavt tadichi da mitrovichio:)))mittovichis pantaxustoba ravi sad naxa
L.J .
25 ნოემბერი 2022 12:36
0
წალეკვა ესპანეთი-პარაგვაი იყო. ბრაზილია სულ ეგრე თამაშობს და თუ კომენტატორი გადამეტებულად გულშემატკივრობს, ეგ წალეკვას არ ნიშნავს
:)))))))))))
25 ნოემბერი 2022 11:54
4
ბრაზილიას გამომცდელი არ უვარგოდა.საშინლად მოთამაშე სერბების დამარცხება ჯერ-ჯერობით არაფერს ნიშნავს 3 ქულის გარდა.ესპანეთი და საფრანგეთი არის ის ბარიერი რომლის გადალახვას ბრაზილიის ნაკრები ვერ შეძლებს.
ენძო
25 ნოემბერი 2022 08:29
4
ბრაზილიის გულშემატკივარი ხარ აშკარად სტატიის გამომქვეყნებელო.)))) წალეკვა, სახეზე გადავლა და ცალკარა, შორს რომ არ წახვიდე აგერ ესპანეთმა შემოგვთავაზა კოსტარიკასთან გამანადგურებელი ანგარიშით 7:0 ))))
ინკო
25 ნოემბერი 2022 07:24
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული