ბოგდანოვიჩის მაგარი მატჩი - სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში სერბეთმა კანადა 95:86 დაამარცხა

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა, "ატლანტა ჰოუქსის" მსროლელმა 23 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

კანადის ნაკრების ლიდერმა შაი გილჯეს-ალექსანდერმა 15 ქულა, 2 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სერბეთის მეტოქე ფინალურ მატჩში დღეს გამოვლინდება, მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა აშშ-ისა და გერმანიის ნაკრებებს შორის თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ტურნირის ფინალი 10 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი მატჩი,მაგარი როგორ,მკვრივი? :)
rogor?
20:32 10-09-2023
1
ფინალში გამარჯვება მინდა ვუსურვო მართმადიდებელ და მაგარ მებრძოლ ერს-სერბებს. ღმერთი თქვენსკენ!!!
Kutaisski
12:50 09-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული