განის ნაკრების მწვრთნელმა ოტო ადომ მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან წაგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. პორტუგალია ბურთს ფლობდა, ვიცოდით, ეს ეხერხება, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით.
მერე გაგვიტანეს და ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ, მსაჯმა (ისმაილ ილფატი) პენალტის დანიშვნისას არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის მერე ყველაფერი გართულდა - ეს ხომ მსოფლიო კლასის გუნდია. თუმცა ჩვენ მამაცნი და წარმატებულნი ვიყავით და ანგარიში თითქმის 3:3 გავხადეთ.
აქ ბევრი სალაპარაკო არაა. ნული ქულა. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლის შანსი დაგვრჩა. გვინდა, ჩვენ - სამხრეთი კორეა, პორტუგალიამ
მინდოდა არბიტრს გავსაუბრებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს არ შეიძლება.
გოლის გატანის შემდეგ ფეხბურთელს შემიძლია მხოლოდ მივულოცო. რონალდოს ზედიზედ მეხუთე ჩემპიონატზე გატანას ვულოცავ. მსაჯებმა განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს", - ციტირებს ადოს "რეკორდი".