ღირებულება 250 000 ფუნტი! - როგორ დაუჭირა მხარი კეინმა LGBT თემს, ფიფას აკრძალვის მიუხედავად

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების კაპიტან ჰარი კეინს მუნდიალის პირველ შეხვედრაში, LGBTQ+ თემის მხარდასაჭერად, ცისარტყელა OneLove სამკლავურით გამოსვლა სურდა, თუმცა ფიფას ახალი წესების გამო ეს ვერ შეძლო.

მიუხედავად ამისა, "ტოტენჰემის" ფორვარდმა სოლიდარობა სხვა ფორმით მაინც გამოხატა. 

ის ფოტოგრაფებმა ირანთან შეხვედრის წინ Rolex-ის Rainbow Daytona საათით დააფიქსირეს, რომლის ღირებულებაც 250 000 ფუნტი გახლავთ.

მედიაში უკვე დაიწერა იმის შესახებ, რომ კეინმა ამ ჟესტით მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს ერთგვარი სამაგიეროც კი გადაუხადა.

მოგეხსენებათ, ფიფა და მისი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა, რადგან კატარში მიმდინარე მუნდიალზე
ფეხბურთელებს OneLove სამკლავურის ტარება აუკრძალეს. 

შეგახსენებთ, Fifa-ს აკრძალვის მიუხედავად, LGBT ადამიანების მიმართ სოლიდარობა გერმანიის შსს მინისტრმაც გამოხატა. 

ნენსი ფრეიზერი მუნდიალზე იაპონიასთან თავისი ქვეყნის ნაკრების თამაშს დაესწრო, ჯანი ინფანტინოს გვერდით იჯდა და ცისარტყელა-სამკლავური ეკეთა. 

altგერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია

მკითხველის კომენტარები / 26 /
დემნა უნდა შავიწყნარო?
მამედა
06:56 26-11-2022
0
ინგლისს უნდა გაუყაროს ყველამ.
გიორგი
02:35 26-11-2022
2

სიახლეები პოპულარული