ნეიმარი ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
თავდამსხმელი ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებს ორ დარჩენილ მატჩში ვერ დაეხმარება.

ნეიმარმა სერბეთთან შეხვედრაში კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და "პარიზიენის" ჟურნალისტი დანი ჟილი თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ უქმობა მოუწევს.

"სელესაოს" მწვრთნელი ტიტე არ გარისკავს, ნეის დაასვენებს და შვეიცარიასთან და კამერუნთან არ ათამაშებს, რათა პლეი-ოფისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯგუფურ ეტაპზე,მის გარეშეც გავლენ,მერე კი,მისი თავი დასჭირდებათ.სამწუხაროა,რომ ვარსკვლავებზე ასე ნადირობენ.5 ცვლილების შემოღებამ უხეშობა გაზარდა,რადგან გაფრთხილებულ ფეხბურთელს,დაუნანებლად ცვლიან და ახლა სხვა აგრძელებს ტექნიკური მოწინააღმდეგის ეგზეკუციას.ლივერპულთან, ხვიჩაზე გაფრთხილებული ორი ფეხბურთელი შეცვალეს და მეორე ტაიმში სხვებმა გააგრძელეს, მისი დაშინების მცდელობები.
სოსო
19:22 25-11-2022
0
დღევანდელ პრაგმატულ ფეხბურთს სწორედ ნეიმარის, მესის, რონალდოს, მბაპეს და კვარას მსგავსი ფეხბურთელები ალამაზებენ. მკაცრად უნდა დაისაჯონ მჩეხავი ყასბები
ირაკლი
04:41 26-11-2022
0

სიახლეები პოპულარული