თავდამსხმელი ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებს ორ დარჩენილ მატჩში ვერ დაეხმარება.
ნეიმარმა სერბეთთან შეხვედრაში კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და "პარიზიენის" ჟურნალისტი დანი ჟილი თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ უქმობა მოუწევს.
"სელესაოს" მწვრთნელი ტიტე არ გარისკავს, ნეის დაასვენებს და შვეიცარიასთან და კამერუნთან არ ათამაშებს, რათა პლეი-ოფისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.