ლევანდოვსკის გოლი და საგოლე გადაცემა - პოლონეთმა საუდის არაბეთს სძლია და ჯგუფში გალიდერდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, პოლონეთმა საუდის არაბეთი 2:0 დაამარცხა და 4 ქულით C ჯგუფში გალიდერდა.

არგენტინის მძლეველმა საუდის არაბეთმა არაფერი არ დაუთმო პოლონეთს, რომელიც ზილენსკიმ ლევანდოვსკის პასით დააწინაურა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სლავების კარში ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დაინიშნა და მეკარე შჩენსნიმ ალ დორსარის შესრულებული თერთმეტმეტრიანიც მოიგერია და დამატებაზე ალ ბრეიკანის დარტყმული ბურთიც.

მეორე ტაიმი არაბული გუნდის შეტევებით დაიწყო, ორი მომენტი ვერ გამოიყენეს, პოლონელებმა იერიშებით უპასუხეს, მილიკმა ბურთი ხარიხას, ლევანდოვსკიმ კი ძელს გაარტყა. 82-ე წუთზე რობერტმა საჯარიმოსთან ალ მალკის
ბურთი აართვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მუნდიალებზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს არგენტინა და მექსიკა დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი. „სიტი სტადიუმი“. 44 259 მაყურებელი
პოლონეთი - საუდის არაბეთი 2:0
გოლები: 1:0 ზილენსკი (39), 2:0 ლევანდოვსკი (82)
გამოუყენებელი პენალტი: ალ დორსარი (45+1)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევანდოვსკი ლიბერასტია. ანუ უფრო მეტ მავნებლობას ქადაქებს, ვიდრე ბურთით ატკბობს მაყურებელს.
გიორგი
01:52 27-11-2022
8
მარტო ლევანდოვსკის სიხარულიც საკმარისია, რომ გავიაზროთ რამდენად მნიშვნელოვანი ტურნირია მსოფლიო ჩემპიონატი. და კიდევ უფრო გაუგებარია ფიფა რატო ცდილობს გააფუჭოს ეს მართლაც უდიდესი საფეხბურთო ტურნირი?!
მიხარია ესეთი დონის ფეხბურთელი უგულოდ, რომ არ დატოვებს ამ ტურნირს!
ზურა
23:46 26-11-2022
0

სიახლეები პოპულარული