მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში საფრანგეთმა დანიას 2:1 სძლია და პლეი-ოფის საგზური ვადამდე გაინაღდა.
საფრანგეთი ინიციატივას ფლობდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და მხოლოდ 61-ე წუთზე მოახერხა დაწინაურება - თეო ერნანდესის პასით შმეიხელი მბაპემ დაამწუხრა. თუმცა, მალე კრისტენსენმა ანგარიში გაათანაბრა. დანიელებმა შეტევები გააგრძელეს და მელეს დარტყმული ბურთი მეკარე ლორისმა მოიგერია. ისევ გადავიდნენ ფრანგები იერიშებზე, ტჩუამენმა და რაბიომ ვერ შეძლეს გატანა, სამაგიეროდ მბაპემ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება და პლეი-ოფის საგზური მოუპოვა.
ამ ჯგუფში 6 ქულით ლიდერი საფრანგეთია, 3 ქულით
მეორე ადგილზე ავსტრალიაა, თითო-თითო ქულა კი დანიასა და ტუნისს აქვთ.
ჯგუფში ბოლო ტური 30 ნოემბერს გაიმართება: ტუნისი საფრანგეთს, ხოლო ავსტრალია დანიას დაუპირისპირდება.
დოჰა. „სტადიუმ 974“. 42 860 მაყურებელი
საფრანგეთი - დანია 2:1
გოლები: 1:0 მბაპე (61), 1:1 კრისტენსენი (68), 2:1 მბაპე (86)