მესის გოლი და საგოლე პასი - არგენტინამ მექსიკა მეორე ტაიმში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში არგენტინამ მექსიკას 2:0 სძლია.

საუდის არაბეთთან დამარცხებულ არგენტინას მოგების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა, დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ შესვენებამდე მეტოქემ გასაქანი არ მისცა, მესიმდე ბურთი არ მიდიოდა, ტემპი დაბალი იყო და პირველი ტაიმი უმომენტოდ გაილია.

მეორე ტაიმი ლეოს მოპოვებული და მის მიერვე არაზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. „ალბისელესტემ“ ბურთი დაიჭირა და მესიმ ოჩოას კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, მექსიკა ზურგის მოშიშვლების შიშით დიდი ძალებით წინ წასვლას ერიდებოდა. 87-ე წუთზე ფერნანდესმა მესის პასი მიიღო,
ოჩოას ლამაზი გოლი გაუტანა და ვერცხლისქვეყნელებმა გაიმარჯვეს.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი პოლონეთია, 3-3 ქულა არგენტინას და საუდის არაბეთს აქვთ, ხოლო მექსიკა 1 ქულით აუტსაიდერია.

ჯგუფში ბოლო ტური 30 ნოემბერს ჩატარდება: არგენტინა პოლონეთს, მექსიკა კი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

ლუსაილი. „აიკონიკი“. 88 966 მაყურებელი
არგენტინა - მექსიკა 2:0
გოლები: 1:0 მესი (64), 2:0 ფერნანდესი (87)

მკითხველის კომენტარები / 11 /
გასაგებია თქვენი აზრი მაგრამ 1982-ში ჯგუფური ეტაპის მერე ვერავინ წარმოიდგებდა იტალიის ჩემპიონობას ან 2010-ში ვინ იფიქრებდა შვეიცარიასთან წაგების მერე ესპანეთის ჩემპიონობას?
las-s
13:47 27-11-2022
0
სრულიად ნეიტრალური გულშემატკივარი მიხვდება რომ ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებს არაფერი აქვს საერთო ტურნირის მოგებასთან :)
ჯგუფს დაზლევს და ვნახოთ პლეიოფში შესაზლოა ატამაშდენ :)
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული