სერბეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ტრავმირებულმა ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა "ინსტაგრამზე" თავისი შეშუპებული კოჭ-წვივის სურათი გამოაქვეყნა.
ნეი ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიასთან და კამერუნთან ვერ ითამაშებს და სავარაუდოდ პლეი-ოფიდან დაეხმარება თავის გუნდს.
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ ნეიმარი ხშირად ეცემა მოედანზე, ამის უცილებლობა არ არის, დრო მსახიობობაზე არ უნდა დახარჯოს და მისი დაუსრულებელი შოუ მომაბეზრებელია.