ხორვატია-კანადა 4:1 - და ვინ დარჩა გაუპატიურებული? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა.

კანადელთა მწვრთნელმა ჰერდმანმა მატჩის წინ თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ მეტოქეს გააუპატიურებდნენ, რამაც ხორვატიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გაზეთმა 24sata-მ ჰერდმანის შიშველი სურათი გამოაქვეყნა და მიანიშნა, რომ მეტოქე გუნდის თავკაცს ეს საფრთხე თავად ემუქრებოდა.

კანადა დებიუტში დევისმა თავურით დააწინაურა (ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩრდილოეთამერიკელთა პირველი გოლია), რის შემდეგაც ხორვატებმა შეუტიეს, ჯერ კრამარიჩის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა მან მალე მაინც გაათანაბრა ანგარიში. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლივაიამ სლავები წინ გაიყვანა.

შესვენების
შემდეგ კანადა თამაშის შემოტრიალებას ამაოდ ეცადა, იქით მიიღო კრამარიჩისგან და მაიერისგან  გოლები და მარცხი იწვნია.

ამ ჯგუფს 4-4 ქულით ხორვატია და მაროკო ლიდერობენ, 3 ქულით მესამე ადგილზე ბელგიაა, კანადა კი უქულოდაა და მერვედფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

ჯგუფში ბოლო ტური 1-ელ დეკემბერს ჩატარდება: ხორვატია ბელგიას, ხოლო კანადა მაროკოს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალი". 44 374 მაყურებელი
ხორვატია - კანადა 4:1
გოლები: 0:1 დევისი (2), 1:1 კრამარიჩი (36), 2:1 ლივაია (2:1), 3:1 კრამარიჩი (70), 4:1 მაიერი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 10 /
კომუნისტების დროს სახინკლეში ხინკალს რომ იღებდი ჩეკს გაძლევდნენ და იმ ჩეკის საფუძველზე ხინკალს გაძლევდნენ, ჩეკს კი წამაგებდნენ ვერტიკალურად დამაგრებულ სადგისზე,რა მინდა ვთქვა აი იმ ხინკლის ჩეკივით წამოიხიეს კანადა თავის მწვრთლელიანად არ ჯობდა არაფერი ეთქვა?
ჟორიკა
28 ნოემბერი 2022 11:25
0
დიდება ხორვატიას, დიდება! ამომყარეს ამ ლგბტ კანადის ჯავრი!
aburjga
28 ნოემბერი 2022 11:14
1
მე კი ჩავიჯიბე 500 ლარი.
მადლობა ხორვატებს :)
las
28 ნოემბერი 2022 11:07
0
კანადის ადგილზე თამაშამდე გავათავისუფლებდი მწვრთნელს. ეგეთი არაპროფესიონალიზმი მსოფლიო ჩემპიონატზე დაუჯდა ძვირად მთელ გუნდს. ვიცოდი რომ არ შეარჩენდნენ, იმიტომ რომ ხორვატიის ნაკრებში კაცები თამაშობენ
რაბუ
28 ნოემბერი 2022 10:45
0
შიშველ ჰერდმანს, ნეკეჩხლის ფოთოლის აფარებაც აღარ უშველის, ისე გაიპაზორა თავი!
!!!
27 ნოემბერი 2022 23:01
2
მასეც მოუხდებათ! ბევრმა ბლატაობამ იცის.
ჰეჰე
27 ნოემბერი 2022 22:53
0
გახსოვთ თხა, რომ გასუქდა და მგლის მ...ვნა მოინდომა რა დაემართა? ისე დაემართა ჰერდმანსაც. ისე კი ჩემთვის კანადა აღმოჩენა იყო, რომ არა მწვრთნელის კრეტინობა, გუნდი მეტ სიმპათიას დაიმსახურებდა.
ჟორა გაბრიჭიძე
27 ნოემბერი 2022 22:51
0
კანადისთვის ჯერ ადრეა ასეთი ''თავხედური'' თამაში. თუმცა ესეთი თავხედი მწვრთნელით რა გასაკვირია რომ ორივე თამაში მოსაგებად ითამაშეს. ხორვატებზე ბრაზილია არ იტყვის ვიხმართო და აქ კანადელს რა აუვარდა თავში? ორივე თამაში საყურებლად ცუდი არ იყო კანადის შესრულებით. ეს გუნდი ვერ შეძლებს დაცვაში ჩადგომას როგორც სხვა პატარა გუნდებმა გააკეთეს. მე მესიპატიურა კანადა, ოღონდ მწვრთნელი უნდა შეცვალონ. უკვე მო@@ნულია. DDDD
G.LA
27 ნოემბერი 2022 22:22
2
ჰერდმან! რაო, ხორვატიამ "შეგისრულა"? ვაი შენს პატრონს!
ლაშა
27 ნოემბერი 2022 22:04
1
მეც ვფიქრობდი ბატონო მოსამართლევ აუპატიურებდა მაგრამ ახლოს რომ მივედი სტყ...აო)))
გიუშა
27 ნოემბერი 2022 22:04
1

სიახლეები პოპულარული