"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს" - ცნობილი მოკრივე მესის ემუქრება

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ჩემპიონი, მექსიკელი კანელო ალვარესი, არგენტინის ნაკრების ლიდერს, ლიონელ მესის დაემუქრა.

არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს, თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა" - დაწერა კანსელომ "ტვიტერზე".

არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 30 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, მექსიკა კი ამავე
დღეს საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 23 /
აგიხსნეს რა გასაგებადფეხბირთის აზრზე მყოფმა ხალხმა, რომ თამაშის მერე ოფლიანი მაისურები (თავისიც და სხვისიც) გასახდელში იატაკზე ყრია იმისათვის რომ მერე მომსახურე პერსონალმა გასარეცხად წაიღოს.არც მიუქცევია მესის ყურადღება, ბუცს იხდიდა უბრალოდ. ვინც ეგ ნახა მშვენივრად ჩანს ყველაფერი. მაგრამ ჰეიტერებმა რამეზე ხომ უნდა ილაპარაკოთ არა?
კაი ერთი
11:26 29-11-2022
4
გეუბნებით მეთქი ვერ ვართ რა ჯანსაღად! მესის გამო თანამემამულეს როგორ გავლანძღავ?!!
ავჭალიდან
05:58 29-11-2022
2

სიახლეები პოპულარული