"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს" - ცნობილი მოკრივე მესის ემუქრება

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ჩემპიონი, მექსიკელი კანელო ალვარესი, არგენტინის ნაკრების ლიდერს, ლიონელ მესის დაემუქრა.

არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს, თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა" - დაწერა კანსელომ "ტვიტერზე".

არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 30 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, მექსიკა კი ამავე
დღეს საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 23 /
მესი არ არის ის პიროვნება, რომ სხვას შეურაცყოფა მიაყენოს, უბრალოდ გამარჯვების მერე ისეთ აფექტში იყვნენ, რომ ვერ შენიშნა და ინსტიქტურად ფეხი კრა.
თემო
16:15 28-11-2022
23
სრულიად გასაგებია ალვარესის რეაქცია, ვინმემ საქართველოს დროშა ან ფორმა ძირს რომ ახოხიალოს მთელი ერი გადავუვლით. მესის არ განოუვიდა კარგად და იმედია მოიხდის ბოდიშს
Nick
20:28 28-11-2022
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული