"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს" - ცნობილი მოკრივე მესის ემუქრება

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ჩემპიონი, მექსიკელი კანელო ალვარესი, არგენტინის ნაკრების ლიდერს, ლიონელ მესის დაემუქრა.

არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს, თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა" - დაწერა კანსელომ "ტვიტერზე".

არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 30 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, მექსიკა კი ამავე
დღეს საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 23 /
მოჩხუბარი რო ამ პატარა კაცს ცემით ემუქრება ეგ ჰგონია კაცობა და პატივისცემა? მივიდეს აბა ფეხბურთის თამაშში შეეჯიბროს, ან "არიოლი/რეშკა" ეთამაშოს, უფრო სამართლიანი იქნება :D :D
:D :D
28 ნოემბერი 2022 19:04
20
მესი არ არის ის პიროვნება, რომ სხვას შეურაცყოფა მიაყენოს, უბრალოდ გამარჯვების მერე ისეთ აფექტში იყვნენ, რომ ვერ შენიშნა და ინსტიქტურად ფეხი კრა.
თემო
28 ნოემბერი 2022 16:15
23
ეიიი ჩვენი ძმა, აქეთ ბარსას აქვს ლეოს ვალი "ერთგულებისთვის"! მაგრამ ლეომ დაუტოვა! რაც შეეხება მესის პიროვნებას, მინდორზე ჩანს ვინ, ვინ არის! უბრალოდ არ გევასებათ ლეო და აქედან მოდის ეგ თქვენი ზღაპრები, რომლისაც თქვენ თვითონვე გჯერათ.
ფანი
29 ნოემბერი 2022 12:27
1
შენ რა იცი რა პიროვნებაა? :)
ქვეყნის სიმბოლო ფეხქვეშ გაიდო და რაღაზეა საუბარი.
ბარსა ხო გადახია ვალებში და მერე პსჟ ში გაიქცა.
Las
28 ნოემბერი 2022 21:08
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული