კიდევ ერთი კარგი მატჩი: სამხრეთი კორეა - განა 2:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, H ჯგუფში, განამ სამხრეთი კორეა 3:2 დაამარცხა.

აზიელები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ აფრიკელებმა ორი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ, სამწუთიან ინტერვალში, ჩჟო გიუ სონმა ორჯერ თავურით დალაშქრა განელთა კარი და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა პაულუ ბენტუს შეგირდების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - კუდუსმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა. კორეელები თამაშის გადასარჩენად შტურმზე გადავიდნენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს პორტუგალია და ურუგვაი დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი
, "სიტი სტადიუმი".
43 983 მაყურებელი

სამხრეთი კორეა - განა 2:3
გოლები: 0:1 სალისუ (24), 0:2 კუდუსი (34), 1:2 ჩჟო გიუ სონი (58), 2:2 ჩჟო გიუ სონი (61), 2:3 კუდუსი (68)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ იგივე არ უყურებთ რას დებთ ? ნახევარი ვიდეო ვის რა ჯანდაბად უნდა თუ დებთ განხილვას დადეთ მთლიანი ეხლა აქ აკლია კორეას მე-2 გოლი
NIGHT
12:39 29-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული