პირველ ტაიმში „სელესაო“ განსაკუთრებულ უპირატესობას ვერ ფლობდა, შვეიცარია თავს უნარიანად იცავდა და უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. პირველი მომენტი მხოლოდ 27-ე წუთზე შეიქმნა - რაფინიამ საჯარიმოში ვინისიუსი კარგად მოძებნა, მაგრამ მან უხეიროდ დაარტყა და ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია.
მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან ბრაზილიამ უფრო სახიფათოდ შეუტია. ვინისიუსის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, 83-ე წუთზე კი კაზემირომ გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
"პენტაკამპეონებმა" პირველ ორ ტურში მეტოქეებს კარში ბურთი არ დაარტყმევინეს და მეცხრედ გავიდნენ პლეი-ოფში.
ამ ჯგუფს 6 ქულით ბრაზილია ლიდერობს, შვეიცარია 3 ქულით მეორე ადგილზეა, თითო-თითო ქულა კი კამერუნსა და სერბეთს აქვთ.
ჯგუფში ბოლო ტური 2 დეკემბერს გაიმართება: ბრაზილია კამერუნს, შვეიცარია კი სერბეთს დაუპირისპირდება.
დოჰა. "სტადიუმ 974". 43 649 მაყურებელი
ბრაზილია - შვეიცარია 1:0
გოლი: კაზემირო (83)