
მოგეხსენებათ, კრივში 4 სხვადასხვა კატეგორიაში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი კანელო ალვარესი ლიონელ მესის დაემუქრა, რაზედაც ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის პასუხმა არ დააყოვნა:
"ვიღაც, სახელად კანელო, მესის დაემუქრა. თუ ის ლეოს შეეხება, მაშინ დიდხნიანი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნება მომიწევს".
შეგახსენებთ, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.
მომზადებულია postsen-ის მიხედვით