მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან მოგებულ მატჩში (2:0) პორტუგალიელთა პირველი გოლი ჯერ რონალდოს ჩაუთვალეს, თუმცა შემდეგ შესწორება იქნა შეტანილი და გოლის ავტორად ბრუნო ფერნანდეში გამოაცხადეს.
პორტუგალიელები მიიჩნევენ, რომ ურუგვაელთა კარი რონალდომ დალაშქრა და შეცდომის გასწორებას მოითხოვენ.
ESPN ფიფაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გოლის მომენტში კრიშტიანო ბურთს არ შეხებია. ეს "ადიდასის" ბურთზე სპეციალურმა სენსორმა დააფიქსირა.
თავად რონალდო კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ გოლი მან გაიტანა.