"მესის შეჩერებას სწორედ ასე შევძლებთ" - პოლონეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი არგენტინელზე საუბრობს

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ეჟი ბჟენჩეკმა არგენტინასთან გასამართი მატჩის წინ TVP Sport-თან კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს მესის შეჩერება.

ბზენჩეკის აზრით, პოლონელებმა "ლა პულგას" წინააღმდეგ თავი გუნდურად უნდა დაიცვან და მასზე ორმაგი მეურვეობა უნდა დაწესდეს.

"რა თქმა უნდა, რთულია ისეთი გენიოსის წინააღმდეგ თამაში, როგორიც მესია. არგენტინელი მეტოქეს კარგად სწავლობს, აკვირდება მის მთავარ სისუსტეებს, შემდეგ კი მოქმედებას იწყებს. 

ჩემი აზრით, მესის ინდივიდუალურად მატჩის მოგება გაუჭირდება, ლიონელზე ორმაგი მეურვეობა უნდა დაწესდეს, ვფიქრობ, მისი შეჩერების მთავარი გზა სწორედ ესაა" -
განაცხადა ბჟენჩეკმა, რომელიც პოლონეთის ნაკრებს სათავეში 2018/21 წლებში ედგა.

შეგახსენებთ, პოლონელებმა მუნდიალის მერვედფინალში გასვლა ბოლოს 36 წლის წინ შეძლეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altემოციური ვიდეო: უსინათლო ბავშვი მესის გოლს აღნიშნავს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესის ეპოქაში,ძლივს გუნდურად ათამაშებული არგენტინა,ამ ჩემპიონატზე,ისევ მესის ფეხებს შეჩერებულ ნაკრებად გადაიქცა.მიამაგრებენ ორ ვერძილას პოლონელები,რომლებიც ფიზიკური ზეწოლით და ხშირი ქიმუნჯებით,თამაშის საშუალებას არ მისცემენ მესის,არც მის კოჭებს დაზოგავენ,როგორც ხვიჩას გაუკეთეს რუბინში თამაშისას,ერთი კაცი დაზღვევით დი მარიას და ერთიც ლაუტაროს.სულ ეს იქნება საკმარისი არგენტინის ნაკრების პარალიზებისათვის.არა მგონია გუნდური სულისკვეთებით კვლავ ათამაშება შესძლონ,არგენტინელებმა.არც პოლონეთი კრეფს ციდან ვარსკვლავებს,აგერ ლევანდოვსკისაც კი ვერ იყენებენ,მაგრამ ფიზიკური უპირატესობა ექნებათ და ამის ხარჯზე შეუძლიათ მეტოქის დაშლა.ლევანდოვსკი კი,რაიმეს მოახერხებს.მილიკიც ხომ საკმაოდ საშიშია და ზელინსკიც საკმაოდ კარგ ფორმაში.მთელი გულით მინდა,მესის ჩემპიონობა,მაგრამ ეს არგენტინა,ჩემპიონად ვერ წარმომიდგენია.რა ვიცი,იქნებ 1982 წლის ჩემპიონატზე,იტალიელებივით მკვდრები გაცოცხლდნენ და გაიმარჯვონ,მაგრამ არაფერი ეტყობათ საამისო.
სოსო
18:04 30-11-2022
6
ის ვიღაცა დებილი ქალი რომ გყავთ თქვენი სეიმის სპიკერის მოადგილე სააკაშვილის დაქალია თუ ისაა (გვარი დამავიწყდა) ის ათამაშეთ და მოიგებთ თამაშს ! წამდაუწუმ იძახის საქართველოს მთავრობა პრესინგში უნდა გვყავდესო ! ეტყობა მაგარია პრესინგში და ჩაკეტავს ლეოს PP
zura222
16:38 30-11-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული