საფრანგეთი, ტუნისთან დამარცხების მიუხედავად, ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ვინაიდან საფრანგეთის ნაკრებმა გასულ ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, მწვრთნელმა დეშამმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება და მხოლოდ მეორე ტაიმზე შეუშვა შეცვლაზე. უპირატესობას აფრიკელები ფლობდნენ. 58-ე წუთზე „მონპელიეს“ 31 წლის თავდამსხმელმა ხაზრიმ ლამაზი დრიბლინგის შემდეგ მანდანდას კარი დალაშქრა (ეს მიმდინარე ტურნირზე ამ გუნდის პირველი და უკანასკნელი გოლი იყო) და შეცვალეს. ბოლოს გრიზმანის გოლი არ ჩაითვალა და ტუნისმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ჯგუფში ჩარჩა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ავსტრალიისა და დანიის მატჩი, ფაქტობრივად, მეთექვსმეტედფინალი გახლდათ. ავსტრალიელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს, ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ და 2006 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ ოლეი-ოფში. სკანდინავიელებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.
ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 627 მაყურებელი
ტუნისი - საფრანგეთი 1:0
გოლი: 1:0 ხაზრი
ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 41 232 მაყურებელი
ავსტრალია - დანია 1:0
გოლი: 1:0 ლეკი (60)