საფრანგეთი დამარცხდა - პლეი-ოფში ავსტრალიაც გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატზე, D ჯგუფში, ბოლო ტური ჩატარდა და კიდევ ერთი მერვედფინალისტი გაირკვა - ავსტრალია.

საფრანგეთი, ტუნისთან დამარცხების მიუხედავად, ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ვინაიდან საფრანგეთის ნაკრებმა გასულ ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, მწვრთნელმა დეშამმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება და მხოლოდ მეორე ტაიმზე შეუშვა შეცვლაზე. უპირატესობას აფრიკელები ფლობდნენ. 58-ე წუთზე „მონპელიეს“ 31 წლის თავდამსხმელმა ხაზრიმ ლამაზი დრიბლინგის შემდეგ მანდანდას კარი დალაშქრა (ეს მიმდინარე ტურნირზე ამ გუნდის პირველი და უკანასკნელი გოლი იყო) და შეცვალეს. ბოლოს გრიზმანის გოლი არ ჩაითვალა და ტუნისმა ისტორიული გამარჯვება
მოიპოვა, თუმცა ჯგუფში ჩარჩა.


სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ავსტრალიისა და დანიის მატჩი, ფაქტობრივად, მეთექვსმეტედფინალი გახლდათ. ავსტრალიელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს, ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ და 2006 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ ოლეი-ოფში. სკანდინავიელებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.


ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 627 მაყურებელი
ტუნისი - საფრანგეთი 1:0
გოლი: 1:0 ხაზრი

ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 41 232 მაყურებელი

ავსტრალია - დანია 1:0
გოლი: 1:0 ლეკი (60)

მკითხველის კომენტარები / 5 /
დანიელები გეების უფლებებზე ღელავდნენ და ფეხბურთი დაავიწყდათ ცოტა..
Miro
21:41 30-11-2022
6
რომელი იყო, აფრიკის (შავი) კონტინენტის ნაკრები და რატომ შევიდნენ შეცვლაზე, რაბიო და გრიზმანი ამ გუნდში? გაგიჟდა მსოფლიო, გლობალიზაციით. ეროვნული ნაკრები!!! სასაცილოა.
100%
07:36 01-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული