არგენტინამ პოლონეთი პირწმინდად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. „ალბისელესტე“ თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, განუწყვეტლივ უტევდა. ალვარესის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, მაკალისტერის მეკარემ, შემდეგ კი მესიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაკალისტერმა შჩენსნის კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, პოლონელები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდნენ და მეორე გოლიც გაუშვეს. თავი ალვარესმა გამოიჩინა. მერე მესის ისევ გოლკიპერმა არ გაატანინა, ალვარესმა ვერ უწია მიზანს, შეცვლაზე შესულმა ლაუტარომაც, ტალიაფიკოს დარტყმული ბურთი მცველმა კივერმა ცარიელი კარიდან გამოიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა და ზედიზედ მეხუთედ გადალახა ჯგუფური ბარიერი.
მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 სძლია, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა და 1990 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს პლეი-ოფში.
მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას, პოლონეთი კი საფრანგეთს შეხვდება.
დოჰა. "სტადიუმ 974". 44 089 მაყურებელი
პოლონეთი - არგენტინა 0:2
გოლები: 0:1 მაკალისტერი (47), 0:2 ალვარესი (67)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (39)
ლუსაილი. "აიკონიკი". 84 985 მაყურებელი
საუდის არაბეთი - მექსიკა 1:2
გოლები: 1:2 მარტინი (48), 0:2 ჩავესი (53), 1:2 ალ დოსარი (90+5)
2) გოლი რომ გაეტანა, იმხელა სტატიებს მიუძღვნიდნენ, ბოლომდე ვერ წაიკითხავდა კაცი, ხოტბას შეასხავდნენ. არადა შესნიმ, უბრალოდ პენალტი კი არ მოიგერია, თავიდანვე დააწყნარა ყველა, არ ინერვიულოთო. ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი/კადრი შექმნა მთელ მსოფლიო ჩემპიონატზე - უბრალოდ დაწერეს 2 სიტყვით, მესის პენალტი აუღოო, ვითომც არაფერი, არანაირი დეტალები...
3) ის, რომ არგენტინამ მაგრა ითამაშა, მესის ისეთივე დამსახურებაა, როგორიც დანარჩენი ფეხბურთელების (პლუს პოლონეთის, რომელმაც საშინლად ითამაშა)
4) კიდევ კარგი, ბოლობოლო სხვებმა იყოჩაღეს, თორე მოგვიწევდა მექსიკა-ავსტრალიის თამაშის ყურება
5) კომენტატორებზე არც ღირს ბევრის დაწერა - ჯერ იყო და პენალტის მერე დამუნჯდნენ, მერე გოლის ავტორი მესი ეგონათ, რო გაიგეს მესი არ იყო, მესის სტილში გაიტანაო - სირცხვილია წესით
6) მაგალითად რონალდო, მბაპე, სალაჰი, ან კვარაცხელია რო ყოფილიყო, ესეთ ცალკარაში, 1 გოლს მაინც შეაგდებდნენ...
7) რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფეხბურთელია მესი, 2 აზრი არაა, უბრალ კიდე რაღაცეები არ უნდა მიაწერო ტყუილად (და სხვებს არ უნდა გამოაკლო), არ არის სწორი.
MATEO FALCONE - ცუდად ითამაშათქო არ დამიწერია, დავწერე სხვებმაც არანაკლებ კარგად ითამაშესთქო (მათ შორის შესნიმ), მარა მათ ნაკლებად თუ ახსენებენ. არა, ბრაზილია საერთოდ არაფერ შუაშია, ვერ გამოიცანი.
2) გოლი რო გაეტანა, ისეთ და იმხელა სტატიას მოუძღვნიდნენ, ბოლომდე წაკითხვა დაგეზარებოდა, ხოტბას შეასხავდნენ... არადა შესნიმ ისე აუღო პენალი, თან ყველა დაამშვიდა წინასწარ, არ ინერვიულოთო, და 2 წინადადებითაც არსად არაფერი დაწერეს, უბრალოდ დაწერეს "პენალი აუღოო", ყველანაირი დეტალების გარეშე...
3) კომენტატორებზე არც ღირს საუბარი, ჯერ პენალის მერე დამუნჯდნენ, მერე გოლი რო გაიტანა არგენტინამ მესი მოეჩვენად გოლის ავტორად. რო მიხვდნენ მესი არ იყო, "მესის სტილში" გაიტანაო... სირცხვილია წესით
4) მესის გაფუჭებული საქმე კიდევ კარგი, სხვებმა გამოასწორეს, თორე მოგვიწევდა მექსიკის თაშის ყურება საფრანგეთთან (მერე რას დაწერდნენ საინტერესოა)
5) არგენტინამ რო კარგად ითამაშა, ის მესის ისეთივე დამსახურებაა, როგორიც დანარჩენი ფეხბურთელების (პლუს პოლონეთი მთლიანად, რომელმაც საშინლად ითამაშა)
6) მესის მაგივრად რომ რონალდო, მბაპე, სალაჰი ან კვარაცხელია ყოფილიყო, ესეთ ცალკარაში ერთს მაინც შეაგდებდნენ...
7) აღარ გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, დიდი ფეხბურთელია მესი, მარა უბრალოდ, უსამართლოდ არ უნდა მიაწერო რაღაცეები (და სხვას არ უნდა დააკლო)
Axdeba!!!!