"მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - მესი დიდი წნეხით მსოფლიო ჩემპიონობისკენ და არგენტინელთა გაკვეთილი

AutoSharing Option
2010 წელს, ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის მუნდიალი ცუდად დაიწყო და სასტარტო მატჩში შვეიცარიასთან (0:1) დამარცხდა. "ფურია როხამ" ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. გამოგვადგება თუ არა ეს შედარება დღევანდელ არგენტინასთან? ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლიონელ მესიმა და მისმა თანაგუნდელებმა საკმაოდ სუსტ ჯგუფში საქმე თვითონვე გაირთულეს, როცა კატარში საუდის არაბეთთან წაგებით (1:2) დაიწყეს, თუმცა, ეტაპობრივად, მდგომარეობა გამოასწორეს, 6 ქულა მოიპოვეს და პოლონეთთან კიდევ უფრო დამაჯერებელი იყვნენ, ვიდრე მექსიკასთან...

Sportall.Ge

რა ისწავლეს არგენტინის ნაკრებმა და მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ამ მოკლე დროში?
საუდის არაბეთთან მარცხმა გუნდს დაანახა, რომ ყველა მეტოქეს სათანადოდ შესწავლა და დაფასება სჭირდება. ეს ავსტრალიასთან მერვედფინალის წინ მნიშვნელოვანი ამბავია. აშკარა ფავორიტობის მიუხედავად, "ალბისელესტეს" ბოლომდე დახარჯვა მოუწევს, რადგან მათ მოწინააღმდეგე იოლად არაფერს დაუთმობს და ყველაფერს გაიღებს, შეხვედრა, მინიმუმ, ძირითად დროში არ დასრულდეს.

სკალონიმ სასტარტო მარცხის შემდეგ შემადგენლობასაც კრიტიკულად გადახედა. სრულად ჩამოყალიბება იქნებ ახლაც ახლა იყოს, თუმცა "ბრაიტონში" გამორჩეულ ალექსის მაკ ალისტერს პირველ ტურში მოედანზე გასვლის საშუალება საერთოდ არ მისცემია, შემდეგ კი გუნდს კარგად შეერწყა და ნახევარდაცვასა და შეტევას შორის ნაპრალები ამოავსო. გავიხსენოთ მექსიკასთან დაპირისპირების პირველი ტაიმი, როცა არგენტინის ნაკრებს წინ მყოფ მესისთვის ბურთის მიწოდება უჭირდა და "ათიანს" ყველაფრის გაკეთება თავად უწევდა. პოლონეთის ნაკრებიც ძირითად დროს დაცვაში იდგა, თუმცა არგენტინელების მოძრაობა და თავისუფალი სივრცეების ათვისება გაცილებით პროდუქტიული იყო.

Sportall.Ge

გვახსოვს ახლო წარსულში თუნდაც, ფერნანდო გაგოს თამაში და როდრიგო დე პაული ნამდვილად არაა ის ნახევარმცველი, რომელიც ბურთის დაცვიდან შეტევაში ამოსატანად და თამაშის წასამართად იდეალური ვარიანტია. "ატლეტიკოს" ნახევარმცველი ყველაზე მეტს მოძრაობს, იბრძვის, თუმცა უფრო მეტია საჭირო. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებისთვის ეს "მეტი" ჯოვანი დი სელსო უნდა ყოფილიყო, რომელიც გუნდს ძალიან აკლია და მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბს (პაბლო აიმარი, ვალტერ სამუელი) მის მოსაგვარებლად დიდი დრო არ ჰქონია, შესაბამისად, რაღაც დეტალები ტურნირის მსვლელობისას იხვეწება. ამიტომაც აღვნიშნეთ, სასტარტო მატჩში მარცხით რისი გაუმჯობესებაც შეიძლება.

Sportall.Ge

ამასობაში, არგენტინის ნაკრებმა დიდი ზეწოლის შემდეგ გამარჯვების მიღწევაც ისწავლა. ლიონელ მესის ამის ფონზე თამაში ხომ არაერთი წელია უწევს - "მხოლოდ საკლუბო ფეხბურთელია", "მარადონამ მარტო მოიგო", "იგუაინის არყოფნაში, მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - ჯერჯერობით, ლეო ამ ყველაფერზე მაღლაა, თუმცა  პენალტის კიდევ ერთხელ გაცუდება მისთვის დამატებითი სტრესი იყო. მექსიკის წინაადეგ თუ ისე გამოჩნდა, რომ არგენტინის ნაკრები ლიდერზე ზედმეტად დგას, პოლონეთთან, "ათიანის" კარგი თამაშის მიუხედავად, ასე აღარ იყო. სკალონის გუნდს ერთსულოვნება არ აკლია, მესის მიმართ კი ერთგვარი დამატებითი ვალდებულებაც არსებობს - ეს კაცი მსოფლიო ჩემპიონიბის გარეშე არ უნდა გაუშვან! არგენტინა ემოციით თამაშობს, რაც ასე უხდება და უკვე აკლია კიდეც ფეხბურთს. მუნდიალზე მოტივაციის პრობლემას არავინ განიცდის, თუმცა ზედმეტი სიფრთხილე გულშემატკივრებს არ მოსწონთ. არგენტინა იძულებულიც იყო, გაერისკა, უკან დასახევი გზა თავიდანვე მოიჭრა. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მესით (ისევე, როგორც რონალდოთი) ვისიამოვნოთ - მას შეუძლია მოატყუოს, იქ დაარტყას, სადაც საჭიროა, გაიტანოს საჯარიმოს შიგნიდან და შორიდანაც, თანაგუნდელები მშვენიერი პასებით მოამარაგოს. ამ ჩემპიონატზე ასაკში მყოფს, მაგრამ ნამდვილ ლეოს ვხედავთ, ყველა მისი ჭეშმარიტებით. არის ეს საკმარისი ტიტულის მოსაგებად? შესაძლოა, რაღაც დროს ყოფილიყო, ახლა რთული სათქმელია. ობიექტურად, მესის გამოკლებით, რამდენიმე ნაკრების შემადგენლობა უფრო შთამბეჭდავია, თუმცა მხოლოდ შემადგენლობაც არაფრის გარანტიაა...

Sportall.Ge

ავსტრალია ვახსენეთ და მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში მეტოქე ნიდერლანდებსა და აშშ-ს შორის საუკეთესო იქნება. ეს ნამდვილად არაა ყველაზე ცუდი ვარიანტი არგენტინის ნაკრებისთვის, უფრო პირიქით. ეგაა, ვან გაალის ნიდერლანდების სრული ძალა ჯერ მაინც არ ვიცით, ისინი ჯგუფიდან მშვიდად და პრაგმატულად გავიდნენ. არგენტინა ნახევარფინალში თამამად უნდა წარმოვიდგინოთ, ეს ის პროგნოზია, რისი თქმაც შედარებით, არ უნდა გაგვიჭირდეს, ხოლო რა იქნება შემდეგ, ამას ვნახავთ...

რესურსი -  "ალბისელესტეში" ეს კიდევ ბევრია. ანხელ დი მარიას ჯერ სათანადოდ არ "გაუსვრია", ლაუტარო მარტინესისგანაც მეტს ველით. კარგია, რომ "მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ხულიან ალვარესმა გაიტანა. კლუბში ის ძირითადად, ერლინ ჰოლანის დუბლიორია, თუმცა, როცა შანსს იღებს, გააქვს. ავსტრალიასთან უკვე ჩვეული პრაგმატულობაზე ფიქრის პარალელურად, ის ფეხბურთელებია საჭირო, რომელთა ოსტატობა ბევრ რამეს იტყვის და მატჩის ბედის გადაწყვეტა მხოლოდ მესიზე არ იქნება დამოკიდებული. რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთთან ეს მშვენივრად გამოვიდა.

მართლაც საინტერესოა რა მოხდება, მსოფლიო ჩემპიონატი უფრო დაძაბულ ფაზაში შევიდა და წინ კიდევ უფრო დიდი სიამოვნება გველის - ლუდის ნაცვლად ცხელი ჩაის ამარა.

altჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი? - ფავორიტები და შესაძლო მეტოქეები ფინალამდე...

altფეხბურთი ფულზე მეტია - მუნდიალის საწყისი ტენდენციები და მომავლის ვარსკვლავები

მკითხველის კომენტარები / 1 /
არგენტინის ერთადერთი შანსი იმ შემთხვევაში ექნება თუ საერთოდ დაიკიდებენ და წაგებაზე აღარ იფიქრებენ თუ წავაგებთ რაც იქნება იქნება მაგის დედაც. და მორჩა. მაგრამ ამავდროულად ცხოველებივით ნაგიჟრებივით უნდა ითამაშონ შეჭამონ გაარღვიონ სულ მეტოქე. იმიტომ რომ ეს წნეხი და შიშით თამაში მოიშორონ ეგ არის არგენტინის ყველაზე დიდი დამამუხრუჭებელი და ავადმყოფობა. მესიმ ასე თქვა ეს ჩემი ბოლო შანსიაო და საცოდავი გამომეტყველება მიიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ სინამდვილეში მაგრა კიდია მაგის ჩიტი არაა ეს ყველაფერი გავლილი აქვს და გადახარშული აქვს. მგონი მივაგენით საბოლოოდ არგენტინის სისუსტეს. არგენტინა სულ რომ დაიკიდებს მაშინ აიწყვიტავს და მაშინ მოიგებს, სხვანაირად არა ესე კანკალი და გულისფანცქალი ამოვიდა ყელში. პროსტა უნდა გამოვიდნენ და შეჭამონ მეტოქე სულ დედის @ უნდა აგინონ
Inchada
22:02 01-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული