პოლონელთა მწვრთნელი: ფინალამდე ფრანგებმა ჯერ ჩვენ უნდა დაგვამარცხონ

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრები ძლივს გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, მაგრამ მისი მწვრთნელი ჩესლავ მიხნევიჩი საფრანგეთთან შეხვედრის წინ მთლად უიმედოდ არ არის.

"ჩვენი მომავალი მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია, ძლიერია. ფრანგები ჩემპიონები არიან, ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენი მთავარი ამოცანა მათთვის პრობლემების შექმნაა.

ყველა საფრანგეთისა და ბრაზილიის ფინალზე ოცნებობს, მაგრამ ფრანგებმა ჯერ ჩვენ უნდა დაგვამარცხონ", - განუცხადა მიხნევიჩმა "ეკიპს".

პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებების მერვედფინალური დაპირისპირება 4 დეკემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისეთი ქარაცუქა და უღიმღამო სტილით, როგორითაც თქვენ თამაშობთ,ეს შედეგი მაქსიმუმია. მექსიკის ბედოვლათობას რა ვუთხარი, თორემ დღეს უკვე სახლში იქნებოდით
: )))))))
22:33 01-12-2022
3
გაგაცამტვერებენ ფრანგები თქვე ანტიფეხბურთის მოთამაშეებო PP
zura222
22:40 01-12-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული