მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!
ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.
იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.
პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.
ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)
ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)
გასათვალიწინებელია ის რომ არ ქონდა ისეთ მოტივაცია როგორც იაპონიას.
დაისაჯა ვერ წარმოადგენდა რომ წააგებდენ, ფრით აპირებდენ გასვლას.
რაც შეეხება გერმანიას, აქ დიდი რეფორმაა ჩასატარებელი. იმ გერმანიიდან რითაც მთელ მსოფლიოში უამრავი გულძემატკივარი მოიპოვა აღარაფერი დარჩა, გერმანული მებრძოლი სული, განსაკუთრებული საფეხბურთო მანერა.
ზოგადად მსოფლიო ფეხბურთი იყოფოდა 2 ძირითად კლასად. ეს იყო ბრაზილიური და გერმანული ფეხბურთი.
ამჟამად გერმანულმა ფეხბურთმა სრული კრახი განიცადა. რაღაც უნდა შეცვალონ ალემანებმა, თუ არად მოგვიწევს იაპონიის, კორეის და კანადის თამაშების ყურება მომავალში :)
ეგ რომ არა სხვა გოლს გაიტანდნენ სამურაები. ესპანეთს წაგება უნდოდა.
ერთს ვერ ვხდები- ვინც თამაშობს ვერ იყო აზრზე რომ წააგებდა ამ ფსონით?
კიდევ დიდი სიურპრიზები იქნება აი ნახავთ