სასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
"ფურია როხამ" უფრო ადვილი გზა ხომ არ აირჩია?

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!

ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.


იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.

პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.


ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)

მკითხველის კომენტარები / 73 /
ნეტავ მათეუსი ან კლინსმანი რას ფიქრობენ როდესაც გერმანიის ნაკრების წამყვან პოზიციებზე "ჯამალას" და "სერჟიკას" ხედავენ
გიუშა
06 დეკემბერი 2022 22:56
0
კომენტარებს გადავხედე, მოკლედ ფილოსოფოსობა ჩვენი საქმეა რა... დღეს ვნახე სურათი, სადაც ბურთი ეხება ხაზს... მორჩა და დამთავრდა... წესი წესია...
ზვიადი
02 დეკემბერი 2022 15:39
2
ვფიქრობ იაპონია ამ მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა იქნება. ყოჩაღ იაპონიის ეროვნულ ნაკრებს, ვუსურვებ მას სერიოზულ წარმატებას.
07
02 დეკემბერი 2022 15:11
2
ისე, სპორტოლლ, ტოტალიზატორში მოთამაშეებისთვის, ცალკე კომენტარების სექცია რომ გაგეხსნათ, ცუდი არ იქნებოდა. :))
ჩვენც დავისვენებდით და ისინიც უფრო გაუგებდნენ ერთმანეთს. :)
გივი
02 დეკემბერი 2022 13:50
1
მიმიფურთხებია ისეთი ჩემპიონატისთვის სადაც უღირსად მოთამაშე ესპანეთი გავა, ღირსეული გერმანია ჯგუფში ჩარჩება და იაპონიას კი ფულის გამო ჯგუფიდან გაათრევენ
gio
02 დეკემბერი 2022 13:42
7
1. ძალით ჩატოვეს კორუმპირებულმა ფიფას ჩინოვნიკებმა გერმანია ჯგუფში და ესპანეთს მოუსუფთავეს გზა ნახევარფინალამდე. ტრიბუნებზე გადასულ ბურთს რომ გოლად ჩათვლი ამას სხვა ახსნა არ აქვს და წერტილი. ესეც თქვენი "ფეარ პლეი"
2. უღირსი გუნდი გამოდგა ესპანეთი , ძალით წააგეს.
3. ღირსეული გუნდი გამოდგა გერმანია, რომ ესპანეთისგან განსხვავებით ბოლომდე ღირსეულად ითამაშა და არ იკადრა უკადრებელი- ძალით წაგება (ესპანეთივით) და უღირსი ესპანეთის ჯგუფში ჩატოვება.

და ზოგადად უკვე გულის მარევია ეს ყველაფერი
ღირსება დაკარგული და ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი ფიფა და უღირსი ესპანეთი.

ერთადერთ თამაშს შევხედავ აწი ამ მსოფლიოზე: მაროკო -ესპანეთს.
gio
02 დეკემბერი 2022 13:26
1
ნოიერს მუდამ რაც ელანდება ზუსტად იმაზე გაუშვეს მთელი გერმანიის ნაკრები.....
ჰმ
02 დეკემბერი 2022 12:25
4
ესპანეთმა გერმანიას "შეუსრულა". დიახ, წინასწარ დაგეგმილი შედეგით გავიდა ჯგუფიდან და არასასურველი მეტოქე ძალიან მარტივად ჩამოიშორა. რაც შეეხებათ გერმანელებს, მსოფლიო ჩემპიონატზე მათი მისია მხოლოდ ლგბტ-ს მხარდაჭერა აღმოჩნდა!
მამუკა
02 დეკემბერი 2022 11:51
0
გასულები იყვნენ და თავს რატომ მოიკლავდნენ? და პლიუს გავარდნაზე როცა იქნება საქმე ისევ იაპონია არ ურჩევნიათ გერმანიას?
შეტევა
02 დეკემბერი 2022 11:49
0
თუ ესპანეთმა თამაშით ვერ აჯობა იაპონიას, მაშინ ასეთი თამაშით მაროკოსთანაც ვერაფერს იზამენ და მით უმეტეს პორტუგალიასთან და თუ იმაიმუნეს მაშინ ღმერთი დასჯით და მაინც ვერაფერს იზამენ. სხვა მხრივ გერმანია ღირსი იყო, რომ ჩარჩა.
ეეე
02 დეკემბერი 2022 11:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული