მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!
ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.
იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.
პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.
ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)
ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)
ჩვენც დავისვენებდით და ისინიც უფრო გაუგებდნენ ერთმანეთს. :)
2. უღირსი გუნდი გამოდგა ესპანეთი , ძალით წააგეს.
3. ღირსეული გუნდი გამოდგა გერმანია, რომ ესპანეთისგან განსხვავებით ბოლომდე ღირსეულად ითამაშა და არ იკადრა უკადრებელი- ძალით წაგება (ესპანეთივით) და უღირსი ესპანეთის ჯგუფში ჩატოვება.
და ზოგადად უკვე გულის მარევია ეს ყველაფერი
ღირსება დაკარგული და ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი ფიფა და უღირსი ესპანეთი.
ერთადერთ თამაშს შევხედავ აწი ამ მსოფლიოზე: მაროკო -ესპანეთს.