ვინ არის "მეტროს კაცი", რომლის ვიდეოც მუნდიალის დაწყებისთანავე ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მეტროს კაცი" - ასე ეძახიან კატარში ერთ-ერთ ადამიანს, რომლის ვიდეოც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისთანავე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აბუბაკარ აბასი ეხმარება გულშემატკივრებს მეტროს გზის პოვნაში. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული გულშემატკივრები აბასის სანახავად მიდიან, იღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს, ერთობიან და ეხმარებიან სამუშაოს შესრულებაში.

BBC რამდენიმე ქომაგის ინტერვიუს აქვეყნებს:

"მე არ ვნახულობ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის, მე ვხედავ "მეტროს კაცს". ესაა მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოვედი".

"ის აქ პოპულარულია, ჩემი მეგობრები მის ვიდეოებს მიგზავნიდნენ, სადაც აბუბაკარი ამბობს: "მეტრო, ამ გზით (Metro, this way)".

"სახალისოა, როდესაც პოპულარული ხდები იმით, რომ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ხარ, აჩვენებ გზას, თუ როგორ მივიდნენ სახლამდე".

ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეხვედრის დაწყებამდე "მეტროს კაცი" სტადიონზე მიიწვიეს, გულშემატკივრები ოვაციებით შეეგებნენ და ცნობილი წინადადებაც ერთად გაიმეორეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული