მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან მატჩისას, მეტოქის წარმოშობით ალბანელ ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენა, - იტყობინება "ბილდი".
როდესაც დუშან ვლაჰოვიჩმა გოლი გაიტანა და სერბები 2:1 დაწინაურდნენ, სტოიკოვიჩმა იყვირა: "მე თქვენს შკიპერ დედებს..."
ამის შესახებ, როდესაც მას შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "ხანდახან დაძაბულობა იქმნება, ცუდი სიტყვები წარმოითქმება და ამის მსგავსი სცენები ხდება".
ამის შესახებ, როდესაც მას შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "ხანდახან დაძაბულობა იქმნება, ცუდი სიტყვები წარმოითქმება და ამის მსგავსი სცენები ხდება".
შეგახსენებთ, შვეიცარიამ 3:2 გაიმარჯვა და პლეი-ოფში გავიდა, ხოლო სერბეთი ჯგუფში ჩარჩა.
ალბანელები საკუთარ ქვეყანას შკიპერის (Shqipëri) უწოდებენ.