მხოლოდ პელეს ჩამორჩება - არგენტინასთან კარგი მომენტის გამფუჭებელი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში არგენტინის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი ზედ საფინალო სასტვენის წინ დაფაქსირდა, როდესაც გარანგ კოულმა ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა და წონასწორობა ვერ აღადგინა.

ის 18 წლისა 79 დღის ასაკში პელეს შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის პლეი-ოფში ითამაშა.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პლეი-ოფში 17 წლისა და 249 დღის ასაკში იასპარეზა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული