ინგლისმა სენეგალს უპრობლემოდ სძლია - მოუგებს საფრანგეთს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისმა სენეგალი 3:0 დაამარცხა და 10 დეკემბერს, გათამაშების შემდეგ ეტაპზე, საფრანგეთს დაუპირისპირდება.

გუნდები თავიდან ძალიან ფრთხილობდნენ, რბილად რომ ვთქვათ, თამაში ვერ იყო ლამაზი სანახავი. პირველი მომენტი აფრიკელებმა შექმნეს, როდესაც სარმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. იქამდე ბურთი ბრიტანელ სტოუნზს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. შემდეგი შანსი ისევ სენეგალს ჰქონდა, მაგრამ დიას დარტყმული ბურთი მეკარე პიკფორდმა მოიგერია. ინგლისი 39-ე წუთზე ჰენდერსონის გოლით დაწინაურდა, პირველი ტაიმის დასასრულს კი მენდის კარი კეინმაც დალაშქრა და საუთგეითის
გუნდმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

შესვენების შემდეგ სენეგალმა, ფაქტობრივად, წინააღმდეგობა შეწყვიტა, საკამ ანგარიში გაზარდა და ინგლისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ალ ჰორი. "ალ ბაითი". 65 985 მაყურებელი

ინგლისი - სენეგალი 3:0
გოლები: 1:0 ჰენდერსონი ((39), 2:0 კეინი (45+3), 3:0 საკა (57)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯერ ერთი, საიდან იცი, რომელ ნაკრებს ვგულშემატკივრობ. მეორეც, მეც იმას ვწერ, რომ ზოგ შემთხვევაში ხელით თამაში პენალტია, ზოგში არა, ფიფას და უეფას კი მკაფიო პასუხი არ აქვს, როგორ ხდება ამ შემთხვევათა დიფერენცირება. რჩება ერთადერთი პასუხი-სადაც აწყობთ, იქ ნიშნავენ, სადაც არა-არ ნიშნავენ. ეგაა ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რაც ყველა სფეროში დამღუპველია, თუმცა ლამაზი სიტყვებით შეიფუთება და მორჩა. ან ფიფა-უეფას ვინ და რა პასუხი უნდა მოთხოვოს
sandrex-ს
14:11 05-12-2022
2
ლგბტ მხარდამჭერი კეინი/ინგლისი (და არამარტო ინგლისი), რომელსაც ფიფამ მოუწოდა არ გაეკეთებინა ფერადი სამკლაური და სანაცვლოდ 250000 გირვანქიანი ფერადციბერბლატიანი საათი იყიდა პირადად ჩემთვის სამარცხვინო და მიუღებელია და მათ არამხოლოდ ამის გამო არ ვუჭერ მხარს!
ლაშა
12:10 05-12-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული