მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა და ყოველი გოლი მისმა ფეხბურთელებმა ცეკვით აღნიშნეს. თვით 61 წლის მწვრთნელმა ტიტემაც იცეკვა. "სელესაოს" ზეიმი "მანჩესტერის" ყოფილ ნახევარმცველ როი კინს არ მოეწონა.
"ვერ ვიჯერებ, რასაც ვუყურებ. ცხადია, ბრაზილია ბრწყინვალედ თამაშობს. ფანტასტიკური დაბოლოება ვინისიუსისგან პირველი გოლისას, თამაშის შესანიშნავი დასაწყისი, მაგრამ არასოდეს მინახავს ამდენი ცეკვა. ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ჰგავს.
მე ეს არ მომწონს. ხალხი ამბობს, რომ ეს მათი კულტურაა, თუმცა ვფიქრობ, მოწინააღმდეგის უპატივცემულობაა. უკვე ოთხი გაიტანეს და ყოველი გოლის შემდეგ იცეკვეს. მე არც ისე
ძლიერ გამაღიზიანა პირველი გოლის მერე ზეიმმა, შემდეგი აღვნიშვნისას მწვრთნელი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მანაც იგივე გააკეთა. ამით უკმაყოფილო ვარ. არ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ ლამაზია. მხოლოდ დროის საკითხია, ამ ბრაზილიელთაგან რომელიმეს ვინმე ოდესმე გალახავს", - ციტირებს კინს "სანი".
მე ეს არ მომწონს. ხალხი ამბობს, რომ ეს მათი კულტურაა, თუმცა ვფიქრობ, მოწინააღმდეგის უპატივცემულობაა. უკვე ოთხი გაიტანეს და ყოველი გოლის შემდეგ იცეკვეს. მე არც ისე