გავისა და პრინცესას სიყვარულის ამბის გაგრძელება - როგორ ეხუმრებიან ფეხბურთელს გასახდელში და რა დააქვს სკოლაში ტახტის მემკვიდრეს გავისთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების გასახდელში "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის, გავის გარშემო დიდი მხიარულება სუფევს და ეს ამბავი COPE-სთან ინტერვიუში "ფურია როხას" ფეხბურთელმა კოკემ გაამხილა. 

მოგეხსენებათ, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში კოსტა-რიკის განადგურების შემდეგ (7:0) ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ ფეხბურთელებს გამარჯვება პირადად მიულოცა, გავის კი მაისურზე თავისი ქალიშვილისთვის ავტოგრაფი სთხოვა. 

მაშინვე პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ სამეფო ტახტის 18 წლის მემკვიდრე ლეონორ დე ბურბონს ახალგაზრდა ფეხბურთელი უყვარს. AS კი სულაც წერს, რომ მას სკოლაში თან დააქვს საქაღალდე, რომელზეც გავის ფოტოებია გაკრული.

მოკლედ, კოკეს ჟურნალისტები დაეკითხნენ,
ამ თემის გარშემო გუნდში რა სიტუაციააო, რაზეც "როხიბლანკოს" ფეხბურთელმა მიუგო:

"ჩვენ მას პატარა უფლისწულს არ ვეძახით (იცინის), მაგრამ ვკითხეთ, დაგვპატიჟებდა თუ არა მეფესთან ბარბექიუზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ის სიტყვით გამოვიდეს [ნაციონალურ ტელევიზიაში] შობის დღესასწაულზე?", - თქვა კოკემ ხუმრობით. 

აღსანიშნავია, რომ ლეონორი ესპანეთის ტახტის პირველი მემკვიდრეა, მაგრამ მის პოტენციურ მეუღლეს არ შეუძლია სამეფო გვირგვინზე პრეტენზია ჰქონდეს. დღეს კი გავის გვარიანი გარჯა მოუწევს, რათა თავის გუნდს მაროკოს დამარცხებაში დაეხმაროს და მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდეს...

altგავი ესპანეთის პრინცესას ხვდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
გემოვნებაზე არ დავობენ!...
ლაშა
12:22 06-12-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული