სპორტსმენის ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როდესაც უშვებს შეცდომას, ამ ყველაფერმა კი შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები მოიტანოს... განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა გადამწყვეტ მომენტში გეპარება.
სწორედ ასეთ დროსაა საჭირო კაპიტნისა და კარგი მეგობრის მხარში დგომა.
ერთ-ერთი თამაშის შემდეგ ხორვატიის ნაკრების ლიდერი ლუკა მოდრიჩი აწ უკვე ქვეყნის ახალ გმირს, დომინიკ ლივაკოვიჩს ესაუბრა, ყველაფერი აუხსნა და დაანახა, რომ შეცდომას ყველა უშვებს, მთავარია საკუთარი თავის რწმენა.
"ამას არ გეტყოდი, რომ არ მანაღვლებდე. ვერ ვხედავ პროგრესს ეროვნულ ნაკრებში, ეს ყველაფერი ზეწოლისგან ხომ არაა გამოწვეული? იმიტომ გეუბნები,
რომ გაურკვევლობას "ასხივებ", ეს კი გუნდზე გადადის. გაიგე? გესმის, რასაც გეუბნები? რატომ არ უნდა დაუშვა შეცდომა? ყველა ცდება. მე ვგრძნობ რომ შეცდომის დაშვების გეშინია. ვინ არ ცდება? გთხოვ, დამისახელე ერთი ადამიანი მაინც... შენ დიდებული მეკარე ხარ, მეთანხმები, ხომ? ".
ამ ყველაფრის შემდეგ ლივაკოვიჩმა სტაბილურად თამაში დაიწყო, გუშინ, მუნდიალის მერვედფინალში კი იაპონიასთან პენალტების სერიაში 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საკუთარი ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა...
სწორედ ესაა ნაკრების ლიდერის დანიშნულება, კაპიტანმა სიტუაცია და გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არა მხოლოდ მოედანს შიგნით არამედ მის გარეთაც უნდა მოაგვაროს, ეს ყველაფერი კი შედეგს აუცილებლად მოიტანს.
ხორვატია მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, ბრაზილიასთან გამართავს.