მაკრონმა საფრანგეთისა და ინგლისის მატჩის პროგნოზი გააკეთა - ისევ გამოიცნობს შედეგს?

AutoSharing Option
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნისა და პოლონეთის ნაკრებების მატჩის შედეგი გამოიცნო, ისევ გააკეთა პროგნოზი.

მაკრონი მეოთხედფინალში საფრანგეთის მიერ ინგლისის დამარცხებას წინასწარმეტყველებს.

"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა ჯერ ანგარიშის დასახელება არ შემიძლია. ვფიქრობ, მოვიგებთ. ანგარიშს მატჩის წინ გეტყვით. ჯერ განაცხადები უნდა ვნახო.

მინდა ჩემს გუნდს პოლონეთთან შესანიშნავი თამაში მივულოცო. თუ ინგლისს მოვუგებთ, როგორც დავპირდი, კატარში ნახევარფინალსა და ფინალზე ჩავფრინდები, - განუცხადა მაკრონმა RTL-ს.

საფრანგეთისა და ინგლისის დაპირისპირება 10 დეკემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაკრონ პრეზიდენტობაზე მეტად პროგნოზები გეხერხება, წადი რა მედუზად იმუშავე....
პეტრე კუპრი
09:11 11-12-2022
1
ძირითადი დრო ფრე
მამუკა
05:06 07-12-2022
6

სიახლეები პოპულარული