ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ლეო მესისა და ბრაზილიის ნაკრებზე "დეილი მეილთან" ისაუბრა:

"მე ბრაზილია ვნახე. უბრალოდ, კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდია. მათზე აღფრთოვანებულ სტატიებს ვკითხულობ, ნიდერლანდური მედია წერს, რომ ბრწყინვალეა. თუმცა ისინი მეტოქეს მხოლოდ კონტრიერიშებზე  იჭერენ და ასე ამარცხებენ. სამხრეთი კორეა მეტს უტევდა და 1:4 წააგო.

მესი სინამდვილეში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია, ყველაზე მეტი შანსის შემქმნელი და ასევე დამაგვირგვინებელი, მაგრამ სხვა მხრივ, როდესაც მეტოქე ბურთს ფლობს, მათ წინააღმდეგ არ თამაშობს, ბურთის ართმევას არ ცდილობს. აი, ეს იქნება ჩვენი შანსი. მას შეუძლია
მათი სუსტი რგოლი გახდეს. შევაჩერებთ მესის? პარასკევს ნახავთ.

მათთან ძველი ანგარიშები გვაქვს გასაწორებელი (2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალში პენალტების სერიაში დამარცხდნენ). ამაზე არ მინდა ვიფიქრო, რადგან მაშინ მეგონა, მოგებას შევძლებდით. მხოლოდ მსურს გულშემატკივრებს მოვუწოდო, სახლებიდან მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ ვიგრძნობთ ამ მხარდაჭერას და ეს ძალიან დაგვეხმარება".

altემოციური ვიდეო - მესის გოლზე საკუთარი ოჯახის რეაქცია აჩვენეს [VIDEO]

altმესის გოლზე აეროპორტში გაგიჟდნენ [VIDEO]

alt"ჩვენი გუნდის 99,9%-ია" - ემილიანო მარტინესი ლიონელ მესიზე საუბრობს

altარგენტინელთა ოცნება ცოცხალია - მესი გაჩერებას არ აპირებს

altარგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]

altამერიკელთა ზღაპრული გოლი - ნიდერლანდებმა აშშ დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ასაკის და ამ დონის მწვრთნელი რომ ასეთ სისულეკეს იტყვის..ჯერ არგენტინაა და მესი..შემდეგ ბრაზილია და ესენი თუ გაიარა..შაყირის უფლებაც მაგისი ყოფილა აი..მჯერა მესი სამუდამოს დაადუმებს ბევრს.
კიეზა
21:41 07-12-2022
0
მესიზე უაზროდ შეყვარებულ სასტავს მინდა მივმართო: ერთი კაცი თამაშს ყოველთვის ვერ მოიგებს! ვანო გაალს რაც შეეხება, თავის სიტყვა დიდი ხნის წინ თქვა მსოფლიო ფეხბურთში, თან არაერთხელ!!! და კიდევ ერთი - თუნდაც ასეთი სუსტი შემადგენლობის მიუხედავად, ჰოლანდია როგორც გუნდი გაცილებით ძლიერია და ვისაც ფეხბურთი ელემენტარულად მაინც ესმის მისთვის გასაგები უნდა იყოს რო ამ მატჩში არგენტინა ფავორიტი ვერანაირად ვერ იქნება!!! დანარჩენი პარასკევს ვნახოთ!!!
გიგა
21:39 07-12-2022
4

სიახლეები პოპულარული